
კვერცხი, თაფლი, კონიაკი და ლიმონი - ეს ოთხი პროდუქტი სხვადასხვა დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ, ეს არის უნივერსალური რეცეპტი, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და აჯანსაღებს ორგანიზმს.
როგორ უნდა მოვამზადოთ და რა დოზებით, ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი ნინო ვაშაკიძე საუბრობს და საჭირო ინფორმაციას გვიზიარებს.
კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს ზუსტად იმ რაოდენობის მიკროელემენტებს, რაც ჩვენ ორგანიზმშია, მისი ნაჭუჭი უნდა დარბილდეს.
მომზადების წესი (200 გრამი კონიაკი, 200 გრამი თაფლი, 10 ცალი თაფლი, 10-15 ქართული ლიმონი) - აიღეთ 1 ლიტრიანი ქილა მოათავსეთ მასში 10 ცალი კვერცხი, რომელიც იქნება ახალი დადებული, და არ იქნება მაცივარში ნამყოფი. უნდა დააწუროთ ლიმონის წვენი, მან უნდა დაფაროს სრულად კვერცხი, დაიწყება დუღილის პროცესი.
შემდეგ ეს ქილა მოათავსე ბნელ, ცივ ადგილას. 10 - 14 დღის მანძილზე ეს კვერცხი დარჩენილია კვერცხის აპკში და ნარჩენი ჩამოსულია ქვემოთ და როგორც ნალექი ისე დევს.
გადააგდეთ ცილა და მხოლოდ გულით ეს მასა გააკეთეთ ისე, როგორც გოგლიმოგლი, ლიმნიანი მასა რომელიც გქონდათ ქილაში ჩაამატეთ ამ მასაში, შემდეგ ჩაამატებთ თაფლს და კონიაკს. მიღებულ ხსნარს ჩამოასხით მუქი შუშის ქილებში, შეინახავთ გრილ ადგილას და ხმარების წინ აჯანჯღარეთ და ისე მიიღეთ.
გამოყენების წესი - პატარებში, დილა საღამოს 1 ჩ/კ, ჭამის შემდეგ.
უფროსების დოზა კი 50 გრამია, აქაც დღეში 2-ჯერ.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: