ოჯახის ექიმმა, პედიატრმა და ინტეგრაციული მედიცინის ექსპერტმა ლალი ანდრიაშვილმა „სალომე კასრაძის პოდკასტში“ ჯანმრთელობის გამომუშავების სალუტოგენეზურ მიდგომაზე, ადაპტაციის მნიშვნელობასა და ფარული საფრთხეების პრევენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ჯანმრთელობის შენარჩუნება მუდმივ პროცესს, საკუთარ თავთან და გარემოსთან ჰარმონიას, დღის სწორ დაგეგმვას, გაცნობიერებულ დამოკიდებულებებსა და მაშინაც ზრუნვას გულისხმობს, როდესაც ადამიანი ჯანმრთელია:
- რა არის სალუტოგენეზური მიდგომა მედიცინაში?
ლალი ანდრიაშვილი: შეიქმნა მეცნიერება და მიმდინარეობა, მიმართულებით: რა გვაჯანმრთელებს. როგორ გამოვიმუშაოთ ჯანმრთელობა. ერთმა ფსიქოლოგმა და სოციოლოგმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვით ერთი და იგივე დამაზიანებელი ფაქტორების გავლენით, ზოგიერთი ჯგუფი ხდებოდა ავად, ავად არ ხდებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ცხოვრების წესსა და ჯანმრთელობას ყურადღებას აქცევდნენ. აქ იგულისხმებოდა კვება და ძილ-ღვიძილი ძირითადად. ასევე ისინი ყურადღებას აქცევდნენ სოციალურ კეთილდღეობას და რეალიზებას. ხალისიან შრომას.
თუ ადამიანი თავის საქმეს აკეთებს სიამოვნებით, რაც სხვისთვის სარგებლის მომტანია, მასში ეს ჰორმონები და ფერმენტები, რომლებიც ჩვენ ჯანმრთელობას განაპირობებს, გამომუშავდება ფარმატოქიმიის გარეშე.
სალუტოგენეზურ ფაქტორებს რაც შეეხება: ძალიან მნიშვნელოვანია დღის სწორი დაგეგმვა. სწორი დაგეგმვა იწყება კარგი გამოღვიძებით, კარგი ძილით და გაღვიძებით. თუ უკვე ვზუზუნებთ გაღვიძებისას, ასეთი განწყობით თუ ვიღვიძებთ ეს არ არის კარგი. ევროპელს ეს აქვს. ის როცა იღვიძებს, მას ხვდება მოწესრიგებული და დაგეგმილი გარემო. არ აქვს საზრუნავი წყალზე, გათბობაზე, ყოფით პრობლემებზე. ოჯახის წევრებიც თავის თავს უვლიან.
ჩვენ უფრო მეტად ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული. ზოგჯერ ისეთი შემაწუხებელი ტვირთი გვაქვს, არა მარტო ჩვენთვის არამედ სხვებისთვისაც. აუცილებელია ასევე გვქონდეს მიზანი, თუ მიზანი ჩემია და მინდა. არ უნდა იყოს იძულებით. ამას მოჰყვება ყველაფერი. ასევე მნიშვნელოვანია როგორ ვიწესრიგებ თავს და ვუვლი, როგორ ვსაუზმობ და ვუძღვნი ჩემ თავს კვებას. საღამოს უნდა მოვახდინო განტვირთვა ოჯახის წევრებთან. სალუტოგენეზური მიდგომა ნიშნავს საკუთარ თავთან და ირგვლივ მყოფებთან ჰარმონიაში ყოფნას.
- დამოკიდებულებების შეცვლა ცვლის ჩვენს ჯანმრთელობას:
ლალი ანდრიაშვილი: ადამიანში არის 7 სასიცოცხლო პროცესი. მასში შედის კვება, გამოყოფა და ა.შ. ერთ-ერთი არის მორგება. ადაპტაცია. მაგალითად: ბავშვი რომ წაიქცევა - ხომ იტყვი, რომ ეს დაგეგმილი არ გქონდა. უცებ ხდება გადაწყობა გარკვეულ გარემოებებზე. დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დროს დამოკიდებულებას. როგორია ჩემი მიდგომა საკითხის მიმართ. აღვიქვამ თუ არა ამას ტრაგედიად თუ რაციონალურად ვაზროვნებ. რა მოხდა მერე, დავუმუშავებ მუხლს და ჩავეხუტები. ამ მიდგომით ბავშვს ორ წამში აღარ ახსოვს, რომ მუხლი იტკინა.
- როდესაც უკვე ჯანმრთელი ვართ, ამის შენარჩუნებაზეც უნდა ვიზრუნოთ?
ლალი ანდრიაშვილი: ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნვა სულ საჭიროა. ბაღში რომ მიგვყავს ბავშვი, ხშირად მშობლები ჩივიან, რომ ბაღის მერე არის სულ ავად. მართლაც ასეა. ერთი წელი არიან ხოლმე ბავშვები სულ ავად. საინტერესოა, რადგან ბავშვისთვის მხოლოდ ვირუსებთან არ ხდება შეხება, არამედ ახალ გარემოსთან, თავი უნდა დაიმკვიდროს, გადაირჩინოს. უნდა ისწავლოს როგორ მოიქცეს თავის თავთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან. საგაკვეთილო პროცესში, ლექსი როგორ ისწავლოს. ეს მათთვის არის ერთგვარი სტრესი. თუ ჩვენ ამას გადავიტანთ დიდების მოდელში, გაცილებით რთული მოგვეჩვენება ყველაფერი.
ასეთი გამონათქვამი არსებობს: ადამიანის პრეზენტაცია ისეთივე რთულია, ბიოლოგიურად ისეთი რთული ნივთიერებები გადმოდის, როგორც წყვილის განქორწინებისას და როგორც იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაშიო. აი ასეთი რთულია საჯარო პრეზენტაცია და წარდგენა. ფაქტობრივად, როცა ახალ ადამიანს გავიცნობთ და ვესაუბრებით, ეს საკუთარი თავის პრეზენტაციაა. როცა ჩვენ ზემდგომს ვესაუბრებით, ესეც ერთგვარი პრეზენტაციაა. ასე რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი და ასეთ დროს მნიშვნელოვანია ვიყო ძლიერი. ასევე ვიყო მართალი და უბრალო.
როგორ გამოვიმუშაო ჯანმრთელობა: თურმე არსებობს დაავადებები, რომლებიც შეიძლება 7 წლის შემდეგ გამოჩნდეს. მაგალითად ლიმფის შეგუბება, თურმე შეიძლება 25 წელი იყოს ფარულად და არ გამომჟღავნდეს. მე თუ ვიცი ეს ყველაფერი, რომ არსებობს, შემიძლია იმაზე ფიქრი და ვარაუდი, რომ შეიძლება ერთ, წელში ან 25 წელში განვითარდეს. ამიტომ ექიმმა უნდა იზრუნოს ე.წ ფარულ საფრთხეებზე, მაშინ, როცა ადამიანი ჯანმრთელია. ჩვენი ცოდნა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ წინასწარ დავეხმაროთ ადამიანს.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „შესაძლებლობის კარის გაღებაზე მიანიშნებს“ - რამაზ გიგაური მზისა და პლუტონის ასპექტზე