ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე „იუთუბის“ ერთ-ერთ პოდკასტში მარხვაზე, მასთან დაკავშირებულ სტერეოტიპეპსა და რეალობაზე საუბრობს.
როგორც სპეციალისტი აღნიშნავს, გასათვალისწინებელია ამ დროს სწორად მარხვის დაცვა, ისე რომ ორგანიზმი არ დაზიანდეს. ამიტომ იგი მარხვის სწორი და არასწორი კვებით ვარიანტებს გვიზიარებს:
„ნუტრიენტულად სწორად მარხულობ თუ არა, ეს არის მთავარი, რადგან ორგანიზმში ამ დროს იცვლება საწვავის ტიპი და მიკრობიომი. თუ მარხვა არასწორად გვაქვს, რისკები არსებობს. ეს ნიშნავს, რომ არ იღებ ცხოველურ ცილებსა და ცხიმებს. ცხოველური ცხიმების ამოგდება არის დასვენება შენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, მცირეხნიანი შესვენება.
თუ გადადიხარ მცენარეულ საკვებზე და არ ჭამ პურს, მიირთმევ მეტ ბოსტნეულს, ხილსა და პარკოსნებს - ეს ყველა საკვები არის პრებიოტიკი, რაც ნიშნავს, რომ ეს არის ბაქტერიები, რომლებიც ეხმარებიან ჩვენს ორგანიზმს სიცოცხლეში და გვეხმარებიან გაჯანსაღებაში. ჯანსაღდება თქვენი ნაწლავური მიკროფლორა.
რა ხდება, თუ არასწორად ვიცავ მარხვას? ვგულისხმობ კარტოფილისა და ლობიანის დიეტას. ხანგრძლივი მარხვისას ვხვდებით B12 ვიტამინის დეფიციტს და შემდეგ რკინის.
თუ ვარ ანემიისკენ მიდრეკილი, შესაძლოა, არასწორი მარხვა რკინის დეფიციტის მიზეზი გახდეს.
თუ არ ჩავანაცვლე მცენარეული ცხიმითა და ზეთებით ცხოველური, პრობლემა ჩნდება. იქმნება პრობლემა ნახშირწყლების მხრივ. ნახშირწყლების საწვავი სწრაფია, თუ პურ-ფუნთუშეული ავირჩიე; ხოლო, თუ ბოჭკოა, ენერგიის სტაბილურობას მომცემს.
ამიტომ, როცა ცილა და ცხიმი არ არის ჩართული საქმეში, ხშირად გვშივდება და გვინდება საკვები მივიღოთ.
ეს არის ცილის ბერკეტის თეორია: შენ შეიძლება კუჭით სავსე იყო, მაგრამ ორგანიზმი გეუბნება, რომ ამინომჟავები მჭირდება და კიდევ ჭამაო. თუ ლობიანს დაადებ ზემოდან, ცილის ავზი ისევ თავისუფალია, მაგრამ მაინც გშია“, - აღნიშნა თორნიკე ენუქიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ: