
„მოვა „ბუა“, თუ არ შეჭამ საჭმელს“, „მოვა „გუდიანი“ და წაგიყვანს, თუ არ დაიძინებ“... მსგავსი ფრაზა პატარობაში ალბათ, ყველა მშობელს უთქვამს შვილისთვის.
როგორ მოქმედებს ბავშვზე მსგავსი ფრაზები და როგორ აღიქვამენ პატარები დაშინებასა და მუქარას?!
ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს.
„ამ ფრაზებით მშობლები ბავშვებს აშინებენ, ბებოებიც აშინებენ ხანდახან გუდიან კაცს გადავრჩით, მაგრამ ჩვენში ეს შიში მაინც დაითესა, ყოველი დაშინება ბავშვისა, არის მარცვალი შიშის. ეს მარცვლები კი ადრე თუ გვიან გამოვლინდება და ეს შიში ბავშვებში რჩება, მათ ზრდასრულ ასაკში არ ეშინიათ გუდიანი კაცის, მაგრამ შიშის გრძნობა მუდამ თან სდევთ“, - ამბობს პაატა ამონაშვილი.
უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „რასაც ახლა აქ ვუყურებ ეს არის დანაშაული“ - რა ხდება ლამაზი დახლების უკან და ცნობილ რესტორანში?