Digest Logo

🎥 „მშობელმა დედამ გამყიდა... არსად არ განიკითხავენ ასეთ დედებს ისე, როგორც საქართველოში“ - გერმანიაში მოღვაწე მკურნალი ფსიქოთერაპევტის რჩევები საზოგადოებას

1720617627
ნანა შევსკი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი, ჯანდაცვის ფსიქოლოგი და მკურნალი ფსიქოთერაპევტი ნანა შევსკი საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე „იუთუბის“ არხზე მორიგ ვიდეო სეანსს აქვეყნებს. ეს მისი ახალი წამოწყებაა, რაც მისი თქმით, ადამიანებს დაეხმარება სხვადასხვა საკითხის ანალიზსა და პრობლემის გადაჭრისკენ დაფიქრებაში.

ამჯერად ვიდეო სეანსის მორიგი თემა - შვილის გაშვილება გახლავთ.

„ნაშვილები შვილების გულისტკივილს იწვევს უმეტესად საზოგადოებრივი აზრი: ის აკნინებს შვილად აყვანილს, იცოდებს მას, არადა ფაქტია: ამ ბავშვებს ბიოლოგიურმა დედამ მისცა სიცოცხლე, გამზრდელმა ოჯახმა კი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც ბევრ ბავშვს მის საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახშიც არ ჰქონდა და აქვს.

ფაქტი, რომ ბიოლოგიურმა დედამ ბავშვის გაშვილებისას ფულადი კომპენსაცია მიიღო, ნიშნავს, რომ ის იყო უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში. არსად არ განიკითხავენ ასეთ დედებს ისე, როგორც საქართველოში.

ეს მიდგომა არა სწორად მიმაჩნია. ჩვენი ვალია, რომ ამ ბნელ მენტალიტეტს დავემშვიდობოთ, რეალობას დრამის ელემენტები მოვაცილოთ და ვაღიაროთ: თუ ქალს არ შეუძლია ბავშვის გაზრდა თვითონ და მას გააშვილებს უზრუნველყოფილ ოჯახზე, მას ამისათვის ფულადი კომპენსაციის მიღება ჩრდილს არ უნდა აყენებდეს. ეს მას ასევე ხელს არ უნდა უშლიდეს შემდგომში ბიოლოგიური შვილის გაცნობაში და მასთან ურთიერთობაში.

უნდა შეწყდეს ბიოლოგიური დედების დამნაშავეებად მიჩნევა: მან ბავშვს სიცოცხლე მისცა და რიგი პრობლემების გამო მისი გაზრდა ვერ შეძლო.

მორალისტების კვარცხლბეკზე ყოფნა ვისაც უყვარს, შევახსენებ: დანაშაული და ცოდვა არის ბიოლოგიურ დედას ხრიკებით და მოტყუებით მოპარო შვილი, დააჯერო რომ ის მკვდარია და ბავშვი გაყიდო. აი ამ უზარმაზარი მასშტაბის დანაშაულში იყო ათწლეულების განმავლობაში გარეული საქართველოს სამშობიაროების და კლინიკების დიდი ნაწილი!

აი ეს არის დანაშაული, რამაც ზიანი ძალიან ბევრ ადამიანს მიაყენა. ხოლო ბიოლოგიური დედა, რომელიც შვილს აშვილებს, შესაძლოა იღებს საუკეთესო გადაწყვეტილებას ბავშვისათვის, აძლევს მის გამზრდელ მშობლებს შვილის ყოლის საშუალებას და შესაძლოა და იმედია ამ აღებული თანხით ეხმარება საკუთარ თავს.

უნდა შეწყდეს ამ ქალების დამუნათება!“,- აცხადებს ნანა შევსკი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენი საჯარო მხარდაჭერა და ხშირი გამხნევება მუდამ მემახსოვრება!“ - თეა წულუკიანი ქეთევან კიკნაძეს ემშვიდობება

🎥 „ჩემს პროდიუსერს ვუთხარი, რომ ეს იყო ჩემი სოციალური პასუხისმგებლობა... ვკანკალებდი რომ ვაკეთებდი, რამე არ შემშლოდა“- რას ჰყვება ნინო წერეთელი საკუთარ გადაცემაზე

🎥 „ადამიანები ძალიან ხშირად მედიისგან მიღებულ ინფორმაციას ბრმად ენდობიან და კრიტიკის გარეშეც იღებენ“ - რას ჰყვება ტელეწამყვანი ნინო წერეთელი