Digest Logo

ნივრის მთლიანად გადაყლაპვა? მარტივი შეცდომა, დიდი განსხვავება შედეგებში!“ - რას წერს მამუკა რაშოიანი

1780071000
მამუკა რაშოიანი

სოციალურ ქსელში ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი, მამუკა რაშოიანი სტატუსს აქვეყნებს და ნივრის შესახებ წერს. იგი გვასწავლის როგორ მივირთვათ, ნიორი სწორად, რათა სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს. 

„ნივრის მთლიანად გადაყლაპვა? მარტივი შეცდომა, დიდი განსხვავება შედეგებში!
ნიორს აქვს ერთი საიდუმლო: მისი მთავარი სიმდიდრე, ალიცინი, მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როცა მისი უჯრედები ზიანდება – ანუ დაჭყლეტის ან დაღეჭვის დროს.

არასწორი გზა (მთლიანად გადაყლაპვა):
როდესაც კბილს მთლიანად ვყლაპავთ, კუჭის მჟავა ანადგურებს ფერმენტებს, ვიდრე ალიცინი წარმოიქმნება. შედეგად, ორგანიზმი ვერ იღებს სასარგებლო თვისებებს.

სწორი გზა:

1 დაჭყლიტეთ: ეს ააქტიურებს ნივრის ბიოლოგიურ ძალას.
2 დაელოდეთ 10 წუთი: მიეცით დრო ფერმენტულ რეაქციას, რათა მაქსიმალურად გააქტიურდეს სარგებელი.
3 მიიღეთ: შემდეგ გადაყლაპეთ წყალთან ერთად“, - წერს მამუკა რაშოიანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ქართული ეშხი და ქართული სილამაზე“ - ბაბი კირკიტაძე ახალ კადრებს აქვეყნებს

⭕„აქ მოიპოვებ ყველაზე დიდ გამარჯვებებს“ - რა კადრებს გვიზიარებს ილია თოფურია

⭕„ადამიანის გონება მხოლოდ რეალობას არ აღიქვამს, ის მასზე ზემოქმედებს კიდეც“ - გონების კოდი