Digest Logo

„პანიკურ შეტევასაც აქვს თავისი დადებითი მხარე, ხდება ჭარბი შინაგანი დაძაბულობის განმუხტვა ორგანიზმის მიერ“ - ფსიქოლოგი შფოთვაზე

1764670826
 ნანა ფიფია

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში წერს, რომ 2019 წლიდან პანიკური შეტევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და ეს თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. 

მისი თქმით, პანიკური შეტევები პირდაპირ კავშირშია, ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესს ფაქტორების მატებასთან. 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ პანიკურ შეტევასაც აქვს თავისი დადებითი მხარეც, ამ დროს  ჭარბი შინაგანი დაძაბულობის განმუხტვა ხდება ორგანიზმის მიერ:

„ბოლო დროს პანიკური შეტევების თემა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ხშირად ეს პირდაპირ კავშირშია, ყოველდღიურ ცხოვრებაში სტრესს ფაქტორების მატებასთან.

2019 წლიდან პანიკური შეტევების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა.

სამედიცინო კვლევებით დასტურდება, რომ დღეს მეგაპოლისის მცხოვრებთა 5 % იტანჯება პანიკური შეტევებით.
 პანიკური შეტევა - გაურკვეველი და ამავე დროს მტანჯველი შეტევა, მძიმე შფოთვის სახით.თავიდან ადამიანისთვის, სრულიად გაუგებარია, თუ რა ემართება და რა სჭირს?! ასეთი სახის მდგომარეობას, თანამედროვე მედიცინაში, პანიკური შეტევა ეწოდება.

ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი ხშირად არის ბოლომდე და სრულად გაურკვეველი/გაუცნობიერებელი მიზეზები და მდგომარეობები. პანიკური შეტევა ყოველთვის მოულოდნელად და სწრაფად ვლინდება და ახასიათებს სომატური დარღვევების სიმპტომები, როგორიცაა გულის ცემის გახშირება/ გაძლიერება, თავბუსხვევა, თითქოს ვერ ახერხებს საკუთარი თვის მართვას და კონტროლს.

პანიკურ შეტევასაც აქვს თავისი დადებითი მხარე. პანიკური შეტევა ნიშნავს იმას, რომ ხდება ჭარბი შინაგანი დაძაბულობის განმუხტვა ორგანიზმის მიერ.

ეს შფოთვითი მდგომარეობა ხასიათდება პანიკური შეტევის შემდეგი სიმპტომებით:

სიკვდილის შიში და განწირულობის შეგრძნება/განცდა;

ჰაერის უკმარისობა;

გაძნელებული სუნთქვა და სიმშრალე პირის ღრუში;

ძლიერი თავბრუსხვევა და თვის ტკივილი;

მომატებული ოფლიანობა;

ღებინების შეგრძნება;

გახშირებული გულისცემა;

გულმკერდის არეში დაჭიმულობის და სიმძიმის შეგრძნება;

ზედა კიდურების კანკალი;

სისუსტის და დაბუჟების შეგრძნება კიდურებში;

საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა და გარემოს არარეალურობის შეგრძნება.

და რაც მეტად მნიშვნელოვანია, ყველა ეს სიმპტომი ვლინდება იმის ფონზე, რომ ფიზიოლოგიურად ყველაფერი წესრიგშია და პანიკის მიზეზი არა აქვს ადამიანს. და არც ობიექტურ გარემოში ფიქსირდება რაიმე სახის რისკი, რაც შეიძლება გახდეს ამ სიმპტომების გამომწვევი.

შფოთვას და პანიკური შეტევებს არ მივყავართ ლეტალურ დასასრულამდე, საბედნიეროდ. მაგრამ, ამ სიმპტომების გახშირების შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. რათა მოხდეს დროული დიაგნოსტირება. ამ მდგომარეობის მართვის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სწორი სტრატეგიების სწავლება, რისი დახმარებითაც ადამიანი შეძლებს ამ მდგომარეობის მართვას და დროთა განმავლობაში, ამ სიმპტომების შესუსტებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, იზრდება რისკი სიმპტომების გამწვავების და ფობიების“, - წერს ნანა ფიფია.

ასევე დაგაინტერესებთ:

თუ მარტოხელა ხართ და არ გეძლევათ იღბალი, რომ პირადი ცხოვრება მოიწესრიგოთ, მიზეზი, შესაძლოა, ძალიან მარტივი აღმოჩნდეს - ფენ-შუის სპეციალისტის რეკომენდაცია

🎥 „ზარმაცი კი არ ხარ, არამედ გონება არის დაქანცული, გადამწვარი, არ შეგიძლია არაფრის კეთება... გეტყვი სიმართლეს, რაც დაგეხმარება“ - ფსიქოლოგის მიმართვა

🎥 „გვაქვს ბევრი წინააღმდეგობა როგორც პაციენტის, ასევე პაციენტის ოჯახის წევრის მხრიდან...“ - რას ამბობს ექიმი ქოლესტერინის დამაქვეითებელ თერაპიაზე