
იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.
მედიკოსს 64 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.
ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საუბრობს თემაზე - „ქალები უფრო ჭკვიანები არიან თუ კაცები?“
„ეს გრაფა მოჰყვათ ხოლმე იმის საჩვენებლად ქალები უფრო ჭკვიანები არიან თუ კაცები.
ვის აქვს უფრო მაღალი ინტელექტი, აზროვნების უნარი, უცნობ სიტუაციებთან ადვილად ადაპტირდეს“, - ამბობს კოტე თოდუა.
„და მაინც ქალები უფრო ჭკვიანები არიან თუ კაცები? - სინამდვილეში ეს ორივე რომ გავასაშუალებთ დაახლოებით თანაბარი IQ აქვთ, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით.
მაგალითად ქალებს აქვს ვერბალური კუთხით უფრო მაღალი IQ, კაცებს უფრო მაღალი კი აქვს სივრცული აზროვნება.
ქალები არიან კონცენტრირებული საშუალოსკენ, ხოლო კაცებს აქვთ ან დაბალი ან მაღალი IQ.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალები სტაბილურად ჭკვიანები არიან, კაცები ცოტა იქით, ცოტა აქეთ“, - ამბობს კოტე თოდუა.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: