ონკოქირურგი და გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე საშვილოსნოსთან დაკავშირებულ მითებზე ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას საუბრობს.
იგი აღნიშნავს რომ იმ შემთხვევაში თუ ქალი არ აპირებს ბავშვის გაჩენას, მისი ამოღება ტრაგედიას არ წარმოადგენს:
„საშვილოსნოს ამოღება დაკავშირებულია ქალურობასთან. რეალურად საშვილოსნო არც ჰორმონალურ არც სქესობრივ ცხოვრებაში არ იღებს მონაწილეობას. საშვილოსნოს აქვს ერთადერთი ფუნქციაა, ატაროს ბავშვი.
თუ ადამიანი აღარ აპირებს შვილის გაჩენას და აქვს ისეთი პათოლოგიები, რომლებიც შემაწუხებელია მისთვის, უქმნის სერიოზულ პრობლემებს, ამ შემთხვევაში ვწყვეტთ ოპერაციულ მკურნალობას და ვუხსნით ქალბატონს, რომ ეს ყოველივე მის ცხოვრებაში დიდ ცვლილებას არ შეიტანს.
ლაპაროსკოპიული მკურნალობის განვითარებამ კიდევ უფრო დიდი წვლილი შეიტანა მედიცინაში, აქედან გამომდინარე ტრავმის შემთხვევებიც უფრო მსუბუქად არის. მალევე უბრუნდებიან ჯანსაღ ცხოვრებას და ქმედითები არიან. ნაწიბურებიც კი არ ხვდებათ თვალში. არანაირი ჭრილობა არ არის ზოგიერთ შემთხვევაში“, - ამბობს ნინო ჩოგოვაძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „მოეფერეთ საყვარელ ადამიანს“ - 2 ივლისის ენერგიები
⭕ „შენ გგონია, რომ ღმერთთან კავშირს ამყარებ და სინამდვილეში პირიქითაა…“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით