Digest Logo

რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს?

1744921840
წითელი პარასკევი

წითელი პარასკევი ქრისტიანებისთვის მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა.

სასულიერო პირების თქმით, ამ დღეს არ შეიძლება თავაშვებულობა, უქმად დროის ფლანგვა, გაბრაზება, გაღიზიანება. უაზროდ ფუსფუსი, სიმღერა და გართობა.

უმჯობესია, საოჯახო საქმე გადადოთ. ეს დღე საუკეთესოა მარხვისა და ლოცვისთვის.

ყველა საქმე უნდა შეასრულოთ იმის გააზრებით, რომ ამ დღეს ჯვარზე აცვეს და აწამეს იესო ქრისტე.

რაც შეეხება ჭამას: გარდამოხსნამდე არ შეიძლება საერთოდ არაფრის მიღება. შემდეგ შეიძლება მცენარეული საკვების მიღება. არ შეიძლება ცხოველური საკვების მიღებაც, ხორცის, თევზის, კვერცხის და რძის პროდუქტების.

ამ დღეს, ღვინის დალევაც აკრძალულია. წითელ პარასკევს იღებება კვერცხი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია...“ - ვინ არის მზია ჩიხლაძე, რომელსაც შოუბიზნესის ვარსკვლავები ხშირად სტუმრობენ?

🎥 სიყვარულის ისტორია, რომელიც კეთილად დამთავრდა - გაიცანით წყვილი ქუთაისიდან

🎥 „ქმარ-შვილმა გადამატანინა ეს ცუდი პერიოდი... ვეუბნები - ჩვენ რომ წავალთ ვიღაც უნდა გყავდეს გვერდით-მეთქი...“ - ვინ არიან „დანტესის“ მშობლები?