ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გამომწერებს რიტორიკულ შეკითხვას უსვამს.
კითხვაზე, თუ რა არის ის, რის გარეშეც ადამიანი ვერასდროს შეიგრძნობს სიცოცხლის არსს, აზრს, მნიშვნელობას, ფსიქოლოგი მარტივ პასუხს სცემს - სულიერი კომფორტი:
„და მაინც, რა არის ის მთავარი და ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი, რაც დანამდვილებით გვჭირდება ადამიანებს?
რა არის ის, რის გარეშეც ადამიანი ვერასდროს შეიგრძნობს სიცოცხლის არსს, აზრს, მნიშვნელობას?!
და როგორც ადამიანების უმრავლესობა ვამბობთ: "უბრალოდ მინდა ბედნიერი ვიყო!".ბედნიერების შეგრძნებას რა გვაძლევს,როგორ ფიქრობთ?
ფული?არა!
ბევრი ფული? არა!
წარმატება? არა!
აღიარება? არა!
ცნობადობა? არა!
ცნობადობა? არა!
და... ეს ჩამონათვალი შეიძლება ძალიან დიდი იყოს, დამეთანხმებით...
სულიერი კომფორტი, აი რა არის ის უმთავრესი რამ, რისკენაც გაცნობიერებულად თუ სრულიად გაუცნობიერებლად მივილტვით ადამიანები“, - წერს ნანა ფიფია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ვისაც შვილი არ გყავთ, დაოჯახება გინდათ, ბარაქისთვის...“ - გოგა მანია მარტივ რიტუალებს გვიზიარებს