Digest Logo

რა არის რძის ალერგია და ლაქტოზის აუტანლობა?! - რჩევები ბიძინა კულუმბეგოვისაგან

1726817940
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც კვებით ალერგიაზე ისაუბრა და საზოგადოებას კონკრეტული რჩევები გაუზიარა.

გადაცემის დღევანდელი თემა კი რძის ალერგიას, ანუ უმეტესად ჩვილების კვებაში მნიშვნელოვან პროდუქტს შეეხება.

„ხშირად ეშლებათ და მინდა განვმარტო: გვაქვს და ალერგია არსებობს რძის ცილაზე, და არა ლაქტოზაზე, რომელიც არის ლაქტოზის აუტანლობა. ლაქტოზა ეს არის რძის შაქარი, რომლის მომნელებელი ნივთიერება გვაქვს ნაწლავში, მას კი ჰქვია ლაქტაზა. თუ აღნიშნული ფერმენტი არ დახვდა პროდუქტს, რომელიც მივიღეთ, ცხადია ხდება მოუნელებლობა, ჭარბი გაზების დაგროვება და სხვა. რაც შეეხება, უშუალოდ დედის რძეზე, ალერგიის გამოვლენის შანსი არ არსებობს თეორიულად და პრაქტიკულადაც კი. დედის რძე უნიკალურია და ის განგებამ შექმნა და არა კაცობრიობამ, ამიტომ მისი უარყოფითი თვისება არ არსებულია ბუნებაში. მაგრამ თუ ბავშვის დედა მოიხმარს დიდი რაოდენობით ძროხის რძეს, მაშინ შესაძლოა იყოს რაღაც პროცენტი ამ ალერგიის გამოვლენის“,- ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

რა სიმპტომი აქვს კვებით ალერგიას და რა უნდა ვქნათ თუ მძიმე რეაქცია განვითარდა?

ვრცლად ნახეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „წუთით არ დაიჯეროთ, რომ კესო ვინმეს აშანტაჟებდა... მეგობრებს დაგვირეკა, ვიდეოკოლაჟი გაგვაკეთებინა“ - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძესთან მიმოწერის დეტალებზე

🎥 „ჩვენი ულამაზესი გოგო… როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“ – ია ფარულავა

რას კითხავ ღმერთს, როცა მას შეხვდები? - კესარია აბრამიძის ინტერვიუ არქივიდან