
რა არის უჭმელობა და რა ახდენს გავლენას ბავშვის ჭამაზე? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა, სოფო მელაძემ ისაუბრა:
„უჭმელობა არის იგივე კვებითი დარღვევა. ეს არის მდგომარეობა, როცა ბავშვი არ იღებს მისი ასაკისათვის შესაბამის საკვებ ნივთიერებებს. როგორიცაა ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, მინერალები და ვიტამინები.
ასაკობრივ ზღვარს რომ შევეხოთ, ხშირად არის ნეოფობია, ანუ ახალი საკვების გასინჯვის შიში. ეს ხდება დაახლოებით 2-დან 3 წლამდე. დაახლოებით 4 წლისთვის ეს უკვე უნდა გადაილახოს. თუ არ გადაილახა ამ შემთხვევაში საჭიროა სპეციალისტის ჩართვა.
არსებობს კვების თერაპევტი, რომელზედაც წარმოუდგენიათ რომ ყველანაირ პრობლემას აგვარებს. ეს ასე არ არის. გააჩნია კვების სირთულეს. ზოგჯერ შესაძლოა იყოს საკვების ალერგია, აუტანლობა ან საჭმლის გადამუშავების სირთულე. ამ შემთხვევაში საჭირო ხდება პედიატრის ჩართვაც. ზოგჯერ არის, რომ ბავშვს აქვს კბეჩვის პრობლემა, ღეჭვისა და ღეჭვის. ამ შემთხვევაში საჭიროა ენის თერაპევტი. ხოლო როდესაც ფერის, ფორმის ტექსტურის მიხედვით ასხვავებს საკვებს, ამ შემთხვევაში უნდა ჩაერთოს ოკუპაციური თერაპევტი“, - აღნიშნა სოფო მელაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
⭕„ვისაც მარიამი ახლა არ ეამაყება, იგი საქართველოს მოქალაქე არ არის...“ - ლაშა ბასლანძე
⭕„საუკეთესო იყო, მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“ - ირმა სოხაძე „ევროვიზიაზე“