წონის კლების ექსპერტი სანდრო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ფრანგი ქალების საიდუმლოს ამხელს.
იგი გვიხსნის, როგორ ახერხებენ ფრანგები, რომ სიცოცხლის ბოლომდე ლამაზები და გამხდრები დარჩნენ:
„მათ საიდუმლოს გაგანდობთ.
ფრანგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საკვების ხარისხს. ხდება გათვითცნობიერებული ჭამა და არა ის, მეჩქარება, ძალიან მშია და უცებ ჩავიყარე.
გარდა ამისა, უპირატესობა ენიჭება ახალ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. ფრანგი ქალები ცდილობენ, მოუარონ სხეულს, ეს არის მიზეზი, რომ სიბერემდე გამხდრები და ლამაზები რჩებიან.
ნამდვილი ფრანგი ქალი გამოირჩევა ფიზიკური აქტივობით“, - ამბობს სანდრო ჯიბლაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ნინი ბადურაშვილისა და ბესო კალანდაძის დუეტი - „თეთრი ღამის“ არაჩვეულებრივი შესრულება