რა საფრთხეს შეიცავს ბიოპოლიმერები ტუჩის კორექციის დროს? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო„ ისაუბრეს და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარეს:
ტუჩი წარმოადგენს რთულ კუნთოვან სტრუქტურას, ჰორიზონტალურად განლაგებულ წყვილნაკეცს, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად განსაზღვრავს სახის განლაგებას, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემოციების, ხმისა და ბგერის გადმოცემაში.
ადამიანებს ხშირად უჩნდებათ სურვილი ტუჩების მოცულობის გაზრდისა და კორექციისთვის, თუმცა ყველა პროცედურას თან ახლავს გარკვეული რისკები.
მოსაზრებები ისტორიისა და თანამედროვე პრაქტიკის შესახებ:
მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში პოპულარული იყო პარაფინის შეყვანა ტუჩში, რომელიც თავიდან მოცულობას მატებდა, თუმცა ხშირად იწვევდა კვანძებს, ანთებას, ტკივილს და სახის დეფორმაციას. ამიტომ დღემდე მედიცინაში აღარ გამოიყენება.
ბიოპოლიმერები არ შთაინთქმიან მარტივად, რაც ტუჩში დეფექტებს, ტკივილს, ასიმეტრიას იწვევს. მათი მოცილება რთულია და ტოვებს ნაწიბურებს.
E ვიტამინის ინიექცია ტუჩში არ არის რეკომენდებული: მისი ზეთოვანი სტრუქტურა აზიანებს ქსოვილებს და იწვევს ალერგიულ რეაქციას.
სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ ტუჩის კორექციის დროს ყურადღება რისკებსა და უსაფრთხო მეთოდებს უნდა დაეთმოს.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა მნიშვნელობის მატარებელია ადამიანის სახელი? - ქეთი ოდიშელის განმარტება
⭕„ორიენტირი გვყავს — ქრისტე და ვინც ეძებს — ის პოულობს“ - თეოდორე გიგნაძე
⭕ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დამცავი სარკოფაგი დაზიანდა