
რა შემთხვევაში ხდება სიყვარული დამანგრეველი და როდის არის ის პროგრესის წყარო?! - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა:
„სიყვარულის დანაკლისს არასდროს უნდა განიცდიდეს ადამიანი. შეყვარებული ადამიანის თავის ტვინში გააქტიურებული არის 12-ზე მეტი უბანი და ძალიან ჰგავს, კოკაინით მიღებულ სიამოვნებას, როდესაც დოფამინის და სერატონინის გამოყოფა ყველაზე მეტად არის გაძლიერებული. მთლიანად ჩაფლულია ემოციებში და ვერ აზროვნებს ამ დროს კარგად. თუ გადაუვლის ეს გრძნობა შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ამ პიროვნებას საერთოდ არ იცნობდა. ეს არის ქიმია. ვიღაცისთვის ადამიანი არის ძალიან მომხიბვლელი, ვიღაცისთვის ძალიან დიდ განზიდვას იწვევს.
ფილია არის მეგობრული სიყვარული. მეორე არის პრაგმა - რომელიც რამდენად მაწყობს ამ ადამიანთან სიყვარული, აი ზუსტად ამას ნიშნავს და დროშიც მეტად იწელება.
არსებობს მანია - რომელიც არის აკვიატებული სიყვარული, შესაძლოა ეს ფსიქიკურ აშლილობად ჩაითვალოს.
ასევე არის ლუდუსი - რომელიც სადომაზოხისტურ სიყვარულს ჰგავს და არის ტკივილისგან ადრენალინდამოკიდებულება“, - აღნიშნა მარინა კაჭარავამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სოფელ ატენში კაცის ცემით მკვლელობაზე ბრალდებულები ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს