
Georgian Brothers - ასე ჰქვია „იუთუბის“ არხს, სადაც ამერიკაში მცხოვრები ძმები, გიო და შაკო ხიზანიშვილები პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებენ.
ძმები ხიზანიშვილები მილიონერები არიან, მათ ძვირად ღირებული მანქანები აქვთ, მოგზაურობენ სხვადასხვა ადგილებში და ისვენებენ ფეშენებელურ სასტუმროებში.
ამჯერად ისინი მორიგ ვიდეოს აქვეყნებენ, სადაც ამერიკაში ჩასვლის შემდეგ არსებულ რთულ მდგომარეობაზე ჰყვებიან:
„დრო მოვიდა რომ ჩვენ თავზე ვისაუბროთ. ბევრს აინტერესებდა რა და როგორ დაიწყო და როგორ ჩამოვედით ამერიკაში.
ყველაფერი დაიწყო სპორტით. ჩვენ ვთამაშობდით, ფეხბურთს, რაგბის და ა.შ. საბოლოო არჩევანი წყალბურთზე შევაჩერეთ, ცურვაზე ყოველთვის დავდიოდით და სერიოზულად შევუდექით. პირველად სწორედ წყალბურთის მეშვეობით ჩამოვედით ამერიკაში, ბატონმა ირაკლი ბაქრაძემ ჩამოგვიყვანა და მადლობლები ვართ. ჩამოვედით მაიამიში ტურნირზე სათამაშოდ, სადაც სხვადასხვა ქვეყნებიდან თამაშობდნენ. ჩამოვედით ერთი კვირა და მოგვეწონა გარემო, ამიტომ ცხოვრების მიმართ შეხედულება შეგვეცვალა. დავიწყეთ მოკვლევა, როგორ აგვეღო ვიზა და ჩამოვსულიყავით. ინგლისურის გაგებაში არ ვიყავით. ამ ყველაფერმა დიდი მოტივაცია მოგვცა.
რომ ჩამოვედით დავიწყეთ სააგენტოების ნახვა, რომ შემდეგ რაიმე სკოლაში ჩავერიცხეთ, თუმცა ჩვენ მიერ ნანახი სააგენტო არ გამოდგა და ამიტომ არ დავასახელებთ. უნდა ყოფილიყო ყველაფერი დაფინანსებული. უნდა გვყოლოდა გუნდი, გვქონოდა სახლი და ა.შ. არ ვიყავით კარგად განწყობილი თავიდან, რადგან არიზონაში მოვხვდით. სხვა არჩევანი არ გვქონდა და შევარჩიეთ ეს მხარე. ენის ცოდნის გარეშე ძალიან გვეშინოდა, თან მარტოები ჩამოვედით. ოჯახთან უნდა ვყოფილიყავით დაბინავებული, თუმცა ცარიელ სახლში შეგვიშვეს და სახლში არც საწოლი იდგა, თურმე ყველაფერი ჩვენით უნდა გვეყიდა. შემდეგ შემოვიდნენ სხვებიც და 12 ბიჭი ვიყავით ერთ სახლში“, - ამბობენ ქართველი ძმები ვიდეოში.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სოფელ ატენში კაცის ცემით მკვლელობაზე ბრალდებულები ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს