Digest Logo

რა სიმპტომები ახასიათებს სეზონური ვირუსს? - ექიმ დავით გაგუას რჩევები

1734549000
დავით გაგუა

დღეისათვის საქართველოში A და B ტიპის ვირუსი ცირკულირებს. შემთხვევების მატებას დეკემბრის ბოლოს ელოდებიან.

ექიმების განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა.

                                     სეზონური ვირუსის მთავარი სიმპტომებია: 👇

✔️ ტემპერატურის მატება

✔️ სურდო

✔️ ხველა

✔️ თავისა და სახსრების ტკივილი

„მომართვიანობა არის მაღალი, მაგრამ ძირითადად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები მოგვმართავენ. მოვუწოდებთ მოახლოებას, ყოველწლიურად ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, - აცხადებს ეკა გიგაშვილი, საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის მთავარი ექიმი.

სპეციალისტების რეკომენდაციით, ვაქცინაციის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რისკჯგუფებისთვის.

„რა თქმა უნდა, სასურველი იქნება ყველა იმ ადამიანმა, რომელიც რისკჯგუფს მიეკუთვნება ეს არის -  60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, აუცილებლად მიმართონ იმუნიზაციის კაბინეტებს და ჩაიტარონ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მით უმეტეს, წელს ქვეყანაში პირველად ხდება, როდესაც ეს ვაქცინაცია ღია არის ყველასთვის“, - აღნიშნავს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

„ვაქცინაცია აუცილებელია იმიტომ, რომ სეზონური გრიპების შემდგომ ძალიან ბევრი გართულებები არის. ჩვენს კლინიკაში ოქტომბრის თვიდან დაიწყო ვაქცინაცია, თითქმის მთელი მედპერსონალი, ორსულები და მეძუძური დედები არის აცრილი და რა თქმა უნდა, ბავშვებიც“, - აცხადებს ექიმი, მეან-გინეკოლოგი დავით გაგუა. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„რაც მეგობარმა მომწერა, ზუსტად ის სურვილი იყო, წმინდა ნიკოლოზს რომ შევთხოვე...“ - სასწაული, რომელზედაც ნატო დუმბაძე ჰყვება

🎥 „ყველა სასწაული, თუ კი რამე მომხდარა აქამდე, მაგალითი უნდა იყოს ქრისტიანებისთვის...“ - მამა საბა ჭიკაიძე

⭕„თქვე კარგო ადამიანებო, ამდენი წელი ცესკოში მუშაობდით და ახლა გახდა ცესკო ცუდი?...“ - ზურა ხაჩიძე