19 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ ფერმაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაინფიცირებულ პუნქტსა და საფრთხის შემცველ ზონაში კარანტინი გამოცხადდა, რის გამოც ტერიტორიაზე ცხოველების გადაადგილება შეიზღუდა და გადაუდებელი სალიკვიდაციო ღონისძიებები დაიწყო.
აღნიშნული თემის აქტუალობიდან გამომდინარე, საინტერესოა რჩევები, თუ რა უნდა გავაკეთოთ კბენისას ცოფის პრევენციისთვის? - ამის საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ვეტერინარი ლალი ვაშაკიძე საუბრობს და სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს:
„ცხოველის დაკბენისას, პირველ რიგში, მანამ, სანამ ექიმს დაურეკავთ, თავად უნდა იმოქმედოთ, ასეთ დროს ყოველ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
პირველადი დახმარება დაზიანებული უბნის საპნით ამორეცხვა და 15 წუთის განმავლობაში გამდინარე წყლის ჭავლის ქვეშ გაჩერებაა. თუ დაკბენა სახის მიდამოში მოხდა, ვაქცინაციისთვის 24 საათი გვაქვს, ხოლო თუ ნაკბენი ხელზე ან ფეხზეა, დრო 1-2 დღემდე იზრდება“, - აღნიშნავს ლალი ვაშაკიძე.
ნახეთ, ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 მაისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით