Digest Logo

რა უნდა მიირთვათ ძილის წინ, რომ ღამით მშვიდად გეძინოთ - 7 სასარგებლო ხილი

1793981100
სასარგებლო ხილი

თუ დაძინება გიჭირთ ან ღამით ხშირად გეღვიძებათ, ყურადღება საღამოს კვებასაც მიაქციეთ. ზოგიერთი ხილი შეიცავს მელატონინს, მაგნიუმსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც შესაძლოა ძილის ხარისხის გაუმჯობესებას უწყობდეს ხელს

1. ბანანი – შეიცავს ტრიპტოფანს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომლებიც ძილთან და ორგანიზმის მოდუნებასთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობს.

2. ყურძენი – შეიცავს მელატონინს, რომელიც ძილისა და სიფხიზლის ციკლს არეგულირებს.

3. კივი – კვლევის მიხედვით, დაძინებამდე ერთი საათით ადრე ორი კივის მიღება ძილის ხანგრძლივობისა და ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდებოდა.

4. მარაკუია – შეიცავს მაგნიუმს, რომელიც ნერვული სისტემის ნორმალურ მუშაობასა და კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს.

5. ანანასი – შეიცავს მელატონინს, რომელიც ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმების რეგულირებაში მონაწილეობს.

6. მჟავე ალუბალი – მდიდარია მელატონინითა და ტრიპტოფანით. კვლევების მიმოხილვამ მისი დადებითი გავლენა აჩვენა ძილზე.

7. საზამთრო – შეიცავს მაგნიუმს, კალიუმსა და ლიკოპენს. მისი მაღალი წყლის შემცველობა კი ორგანიზმის ჰიდრატაციას უწყობს ხელს.

როდის მივირთვათ ხილი?

სპეციალისტები ხილის მიღებას დაძინებამდე ერთი-ორი საათით ადრე გვირჩევენ. თუმცა, თუ ღამით ხშირად გეღვიძებათ ტუალეტში წასვლის საჭიროების გამო, უმჯობესია, საღამოს საზამთროსა და სხვა წყლით მდიდარი ხილის მიღება შეზღუდოთ.

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ხილი ხარისხიან ძილს ვერ უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია ძილის რეგულარული რეჟიმიც და დაძინებამდე გაჯეტების გამოყენების შეზღუდვა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „სიკვდილი მაქვს მიღებული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა“ - ავთანდილ ცქვიტინიძე ცხოვრებისეულ გარდატეხაზე და საკუთარ თავთან მიღწეულ ჰარმონიაზე

⭕„გოჭი მყავდა პირველ ადგილზე, თუმცა ამ ბოლო დროს ხინკალმა გადაუსწრო“ - რას ჰყვება ავთანდილ ცქვიტინიძე საყვარელ კერძზე

⭕🎥 „არ უნდა დაურეკო მშობელს მხოლოდ ხელფასის დღეს“ - ინფლუენსერ თამაზას ემიგრანტი დედის პირველი ინტერვიუ და მიმართვა ახალგაზრდებს

✕