ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე „იუთუბის“ საკუთარ არხზე აქვეყნებს ახალ ინფორმაციულ ვიდეოს, სადაც ყველის შესახებ საუბრობს.
იგი განმარტავს, როგორი ყველი იყიდება ძირითადად სუპერმარკეტებში და გვირჩევს, რომელი ქართული ყველი რა მიზნით გამოიყენება მედიცინაში:
„რატომ ყიდულობთ მაღაზიებში ისეთ ყველს, რომელიც ფხვნილებითა და დანამატებით არის გაჯერებული და ასევე მაღალი ფასი ღირს. ამ დროს კი მაცივარში ნამდვილი ნატურალური ყველი გაქვთ.
ყველი არის ინსტრუმენტი შენი ჯანმრთელობისთვის.
განვიხილავთ ექვს ყველს, რომელიც საუკეთესოა სხვადასხვა დანიშნულებით:
1. იმერული ყველი - იმერეთის სიამაყეა, რომელიც შეიცავს. ის ეკუთვნის ასიდ დრენეტის ოჯახის ყველს, რომელშიც შრატი ბოლომდე დაცლილი არ არის. ის სავსეა ფოსფატისა და კალციუმის ნიტრატებით. შეიცავს ცილას, ას გრამზე დაახლოებით 15 გრამს. ეს არის გასაღები შენი კალციუმისა და ძვლებისთვის. ასევე არის დიდი რაოდენობით წყალი, მიიღებ ყველაზე ნაკლებ კალორიას.
2. სულგუნი - ეს არის ტექნოლოგიურად ერთ-ერთი რთული და გენიალური პროდუქტი. სულგუნის მომზადების დროს ხდება დენატურაცია. ბრტყელდება, იცვლის ფორმას, კარგავს სითხეს, ამიტომ აქვს ფენობრივი სტრუქტურა. ასევე კონცენტრაცია, რომლის დროსაც გამოდის ბევრი სითხე. რჩება სუფთა ცილა. ასევე სულგუნი მდიდარია ისეთი ნივთიერებით, რომელიც კუნთის ზრდას უწყობს ხელს.
3. გუდის ყველი - ბევრისთვის მისი სუნი არის საშინელება, თუმცა ჩემთვის ფარმაკოლოგიური შედევრია. სუნი ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რომ ყველი ცოცხალია. იგი შეიცავს ველურ ბაქტერიებს, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მკვებავია. ცოცხლობს ბაქტერიები და არის ბიორეაქტორი, თხის ყველი მზადდება, მისი რძისგან რომელიც ალპურ ზონებშია მიღებული, ანუ 2000 მეტრზე ზემოთ. ამიტომაც აქვს ასეთი კარგი თვისებები.
4. დამბალხაჭო - „სვეცკური“ ყველი, რომელსაც განსხვავებული სუნი აქვს. ეს არის ერთ-ერთი ძვირად ღირებული და ისეთი ყველი რომელიც გადის ობის ფერმენტაციას. ბევრად უფრო ძველი ყველია ვიდრე ევროპული. იმათ უბრალოდ მარკეტინგში გვაჯობეს. ეს ყველი ხელს უწყობს ცილებისა და ცხიმების გადამუსავებას. წინასწარ ინელებს ამინომჟავებს და ცილებს. ფშავ-ხევსურეთში გამოიყენებოდა „წამალას“ სახელწოდებით.
5. ტენილი ყველი - კეტო-დიეტის მეფეა. ეს არის ყველაზე ცხიმიანი და კალორიული ყველი, საქართველოს ყველის ისტორიაში. მადის მარეგულირებელია და ამიტომ მისი ბევრი რაოდენობით ჭამა ფიზიკურად შეუძლებელია. ხანგრძლივი და სტაბილური ენერგიის წყაროა.
6. ქარხნული ყველი - არის სუფთა პასტელიზებულით მიღებული ყველი, რაც იმას ნიშნავს, რომ სტერილურია და სუფთა. ორსულებისთვის სხვა არჩევანი არ გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ ყველში სალმონელას რისკი არ გვაქვს.
თუმცა უნდა იცოდე რომ მაღაზიაში ნაყიდი ყველი, ძირითადად რძის ფხვნილით მზადდება. ცუდი არ არის, მაგრამ იცოდე რაში იხდი ფულს.
ზოგჯერ იაფფასიანი ყველი მზადდება, მცენარეული, იაფფასიანი რძისგან. ზოგჯერ პალმის ზეთებისგან, ზოგჯერ მარგარინისგან. ამიტომ ის ნაგავია და ეს უნდა გაითვალისწინო. იაფფასიანი ყველის ყიდვას ჯობია, ნატურალური იყიდო და მიიღო ცოტა“, - გვირჩევს თორნიკე ენუქიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დამირეკა და მითხრა, პირველი პოეტი ვარ ამ ქვეყანაში...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე