ხელის მტევნების ტკივილის ძირითადი მიზეზები გადატვირთვა და გადაღლაა, რასაც იწვევს ხანგრძლივი მუშაობა კომპიუტერთან, ტელეფონის ხშირი გამოყენება, მძიმე ნივთების აწევა.
ტკივილს, დაჭიმულობას, დაბუჟებას, ჩხვლეტას იწვევს ნერვის დაწოლა მაჯის მიდამოში, რაც ხშირია ოფისის თანამშრომლებში.
ღამის ტკივილის, დაბუჟების, ჩხვლეტის მიზეზი შეიძლება, იყოს: ართრიტი (სახსრების ანთება), რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართროზი.
ტკივილს, შეშუპებას, დილის სიმკვრივეს იწვევს მყესების ანთება (ტენდინიტი), განმეორებადი მოძრაობები, დაცემა, დარტყმა, გადაჭარბებული დატვირთვა, კისრის მალების პრობლემები, ნერვის დაძაბვა, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, B ჯგუფის ვიტამინების, მაგნიუმის, კალციუმისა და მინერალების დეფიციტი. ასევე, ქრონიკული დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დროებითი შემსუბუქება სისხლში.
მტევნების ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა ხელის დასვენება, თბილი ან ცივი კომპრესი, მსუბუქი ვარჯიში, დატვირთვის შემცირება.
თუ ტკივილი მსუბუქია და ტრავმა ან მძიმე დაავადება არ გაქვთ, შესაძლებელია, ხელის მტევნების ტკივილის სახლის პირობებში მკურნალობა.
ხელის მტევნების ტკივილის შესამსუბუქებლად საჭიროა:
1. დასვენება და დატვირთვის შემცირება – დროებით მოერიდეთ კომპიუტერს, ტელეფონს, მძიმე ნივთების აწევას. ეცადეთ, ხელი ნეიტრალურ მდგომარეობაში გქონდეთ.
2. თბილი ან ცივი კომპრესი ანთების ან შეშუპებისას: ცივი კომპრესი 10-15 წუთით; დაჭიმულობისა და ქრონიკული ტკივილისას – თბილი კომპრესი დღეში 2–3-ჯერ.
3. ხელის მსუბუქი ვარჯიშები (ტკივილის გარეშე) – აკეთეთ ნელა და ფრთხილად: მუშტის შეკვრა და გაშლა – 10-ჯერ, მაჯის ნელა დატრიალება – ორივე მიმართულებით; თითების გაწელვა. ვარჯიში არ გააკეთოთ, თუ ტკივილი ძლიერდება.
4. მასაჟი – ზეითუნის ან ქოქოსის ზეთით ნაზად დაიმასაჟეთ მტევანი და მაჯა 5-10 წუთით. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
5. ხალხური საშუალებები – ოდნავ ჩაჭყლიტეთ კომბოსტოს ფოთოლი და დაიდე მტკივან ადგილზე 1–2 საათით. თაფლი წაისვით თხლად და გადაახვიეთ თბილი ქსოვილი. ორივე პროცედურა ამცირებს ანთებას.
6. ხელის ფიქსაცია – მსუბუქი ელასტიკური ბინტი ან მაჯის სამაგრი ამცირებს დატვირთვას და ტკივილს.
7. ვიტამინები და კვება – კარგია B ჯგუფის ვიტამინები (ნერვებისთვის), მაგნიუმი და კალციუმი, ასევე წყლის საკმარისი მიღება.
როდის არ არის საკმარისი სახლის მკურნალობა
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
* ტკივილი გრძელდება 7–10 დღეზე მეტხანს, არის შეშუპება, სიწითლე ან სიცხე;
* გაჩნდა დაბუჟება ან ძალის დაკარგვა;
* ტკივილი ძლიერდება ღამით;
* დაეცით ან ძლიერად დაარტყით რაიმეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „100 სთ ვატარებ - 50 °C გრადუსში...“ - „კაკოს“ მორიგი ექსტრემალური ვიდეო ციმბირიდან
წყარო: tbiliselebi.ge