Digest Logo

🎥 რას გეუბნება პულსი შენი ჯანმრთელობის შესახებ?! - კოტე თოდუას რჩევები, რომელიც უნდა იცოდეთ!

1743679283
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 60 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალი ვიდეო გამოაქვეყნა სათაურით: რას გეუბნება პულსი შენი ჯანმრთელობის შესახებ?! და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.

„პულსი, არის სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება, რითმული არტერიების რადგან გული ტუმბავს სისხლს სისხძარღვებში. 

პულსი არ უნდა იყოს, არც ძლიერი და არც სუსტი, როცა ადამიანს პულსს უზომავ და თითს ადებ მაჯაზე 4 ქულიდან უნდა შეაფასო დაახლოებით 2-ით მისი სიძლიერე. 

პულსი შეიძლება იყოს ჩქარი და ძლიერი, რომელიც ძირითადად სტრესული სიტუაციების დროს, ასევე როცა აქვს ენერგიის მოზღვავება, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია როცა დარღვეულია და ანემიის დროს.

სუსტი პულსი კი შეიძლება გულის დაავადების ნიშანი იყოს. 

ოპტიმალური პულსი უნდა იყოს 60-ის გარშემო. ზოგადად 60-100-მდე ნორმად მიიჩნევა, 100-სკენ თუ ახლოს არის ნიშნავს, რომ პრობლემები გაქვთ, შეიძლება მაღალ წნევას ატარებთ და მაგიტომ.

თუ ადამიანს აქვს ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემა, შეიძლება 60-ზე დაბალიც ჰქონდეს პულსი და კარგად გრძნობდეს თავს, ეს ცუდი არ არის.

როცა ადამიანს მოსვენებულ მდგომარეობაში აჩქარებული პულსი აქვს, ამ დროს უნდა ვიფიქროთ გულის დაავადებაზე“, - ამბობს კოტე თოდუა.

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ტყუილად არ ეძებოთ ბავშვის მამა...“ - რას წერს ნუცა ბუზალაძე

🎥 „საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ მე ინგლისური არ ვიცი და FREEDOM ვთარგმნე მშვიდობად, იდეაში ეს ასე არ არის...“ - რას ჰყვება მარიამ შენგელია 

🎥 რა ემართება ორგანიზმს რძის გარეშე? - რძის დადებითი და უარყოფითი თვისებები