Digest Logo

🎥 რას გვეუბნება ჩვენი ორგანიზმი სასწორზე ციფრების ცვლილებით? - სპეციალისტის რჩევები

1753167971
ნაია ლატარია

წონის ცვლილება - რატომ ვიკლებთ ან ვიმატებთ წონაში, რას გვეუბნება ჩვენი ორგანიზმი სასწორზე ციფრების ცვლილებით? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ნუტრიციოლოგმა ნაია ლატარიამ ისაუბრა:

„სასწორი შეიძლება ჩვენი მეგობარი იყოს, თუმცა ზოგჯერ შესაძლოა ჩვენი მტერი იყოს. ყოველდღიური აწონის დროს ჩვენ არ ვსაზღვრავთ ცხიმის დაწვას და არ ვაქცევთ ყურადღებას სითხის რაოდენობას. ზედმეტად კალორიულმა კვებამ შეიძლება ორი ან მაქსიმუმ სამი კილოგრამის მომატება გამოიწვიოს. ცხიმის მატება ასე ადვილად არ ხდება. წონა, რომელიც ორი კვირის ერთი თვის განმავლობაში ან ორი კვირის განმავლობაში არ იმატებს ესე იგი ეგ არის ჩვენი ცხიმის რაოდენობა. 

კარგად უნდა გავაკონტროლოთ წონა და უნდა მივხედოთ მას, რადგან კალორიული დეფიციტის გაკონტროლება ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. ყურადღება უნდა მივაქციოთ წონას და ძილის რეჟიმსაც“, - აღნიშნა ნაია ლატარიამ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში?

⭕ ტრამპის ადმინისტრაციამ მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის მასალებს გრიფი „საიდუმლო“ მოუხსნა

🎥 „ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და შეგრძნებებს...“ - 22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან