
კვებითი აშლილობა ეს არის წონის კონტროლისა და მკაცრი დიეტების გამო კვების გაუკუღმართება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვებითი აშლილობის ტიპებს შორისაა ნერვული ანორექსია, ნერვული ბულიმია, უკონტროლო კვების აშლილობა, შერჩევითი კვების აშლილობა, პიკა, რუმინაციის დარღვევა, სხვა სპეციფიკური კვებითი აშლილობა და სხვა. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებში ასევე ხშირია შფოთვითი აშლილობები, დეპრესია და ადიქცია - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „ცოდნისმოყვარე პოდკასტი“ კვებით ფსიქოლოგმა ნუცა ჩაჩიბაიამ ისაუბრა.
„კვებითი აშლილობა არის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, ისახება როგორც მენტალურ მდგომარეობაზე, ისე ფიზიოლოგიაზე. თითოეული ჩვენგანი ყოფილა დიეტაზე, როცა ვცდილობთ სოციალური ნორმების დაკმაყოფილებას. კვებითი აშლილობის დროს წამყვანი არის არა საკვების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული, არამედ წონის კორექციის მიზანი. პიროვნების თვითშეფასება, რომელიც ისედაც მერყევია, ხდება დამოკიდებული სასწორზე ასახულ რიცხვებზე.
მაშინ, როდესაც სასურველი მომენტი ვერ დგება, იკვრება მანკიერი წრე.
არსებობს კვებითი აშლილობის რამდენიმე ფორმა. წონის დეფიციტი იქნება თუ გადამეტებული კვება, მოქმედებს გუნება-განწყობაზე.
ჩვენთვის ნაცნობი ტიპებია: ნერვული ანორექსია და ნერვული ბულიმია. ნერვული ანორექსია ეს არის, როცა პიროვნებას საგრძნობლად აქვს წონის დეფიციტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქვს პათოლოგიური შიში წონის მატებისა. ამას ახლავს ორი ორი ფორმა, ერთი როცა პიროვნება იღებს საკვებ პროდუქტს, მაგრამ შეზღუდულად, მეორე არის როცა ზღუდავს საკვებს, თუმცა პიროვნული მახასიათებლები განსხვავდება“, - ამბობს ნუცა ჩაჩიბაია.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი კეკელიძე ორსულ მეუღლესთან ერთად გერმანიაში მოგზაურობს (ფოტოები)