
ბულინგი, როგორც ნორმა და ჟურნალისტური სტანდარტების რღვევა საქართველოში - ეს ყველაფერი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, მედიის მხრიდან სიძულვილის ენასა და შეურაცხმყოფელ რიტორიკას ყოველდღიურად ვაწყდებით. ეს არის საზოგადოების პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავება. ჟურნალისტები ხშირად იყენებენ პოლიტიკურად მოტივირებულ, მიკერძოებულ და სუბიექტურ ნარატივებს, რის შედეგადაც სამართლიანობა და ობიექტურობა ჟურნალისტიკის პრინციპებიდან საერთოდ ქრება.
ბრალდებები იქნება ეს ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე თუ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც ეკრანიდან ისმის, მედიის მორალური პასუხისმგებლობის უგულებელყოფაა.
საზოგადოების ნდობას ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამცირებს. აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „იმედის დღე“ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ, ჟურნალისტ თათია პაჭკორიამ და ჟურნალისტ მარიამ გაბედავამ ისაუბრეს.
„ჟურნალისტიკას და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანი ადამიანად უნდა დარჩეს, თავისი მორალით, სინდისით, თუ ეს გაქვს, არ იკადრებ საჯაროდ დაუპირისპირდე მეგობრებს, ოჯახის წევრებს.
მე როგორი ბულინგის მსხვერპლიც გავხდი სოციალურ სივრცეში, იმის გამო, რომ ჩემი აზრი დავაფიქსირე, ორმხრივად დავგმე ძალადობა, არ მოეწონათ და იქამდე მივიდა საქმე, რომ ბავშვთან ფსიქოლოგების, რომლებიც ჭკუას უნდა გვარიგებდნენ როგორ ვუშველოთ ფსიქოლოგიურ ტერორს, მათი მხრიდანაც კი გავხდი ბულინგის მსხვერპლი, 7 თვის ორსული. მაინტერესებს, სად არიან დანარჩენი ფსიქოლოგები, უფლებადამცველები, რომლებსაც ევროპული ღირებულებები უნდათ, მყავს 3 მცირეწლოვანი და სად არიან როცა მათი დედა ამ სიტუაციაშია?“, - ამბობს მარიამ გაბედავა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕გიორგი კეკელიძე ორსულ მეუღლესთან ერთად გერმანიაში მოგზაურობს (ფოტოები)
🎥 რა უნდა გააკეთოთ 15 დეკემბრის სავსემთვარეობაზე სიმდიდრის მოსაპოვებლად