Digest Logo

🎥 რას ნიშნავს თეთრი ლაქები ფრჩხილებზე - პედიატრის განმარტება!

1748583964
ანა მაღრაძე

ალბათ ხშირად მოგისმენიათ ინფორმაცია სხეულზე გაჩენილი სხვადასხვა ნიშანი რომ კონკრეტული დაავადების მანიშნებელია. ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში იოლია გამოკვეთა, დროული და სათანადო ყურადღების დათმობა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვის სხეული, რომელიც ასევე გვაძლევს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. კონკრეტული მახასიათებლებით შეგვიძლია ეჭვი მივიტანოთ იმაზე, თუ რომელი ვიტამინი ან მინერალი აკლია ბავშვს. 

შესამჩნევ ნიშნებზე და დაავადებებზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ პედიატრმა ანა მაღრაძემ ისაუბრა:

„არის გარკვეული სიმპტომები, ნიშნები, რაც კონკრეტული დაავადების გამოხატულება შეიძლება იყოს. 

თეთრი ლაქები ფრჩხილებზე მიკროტრავმების შედეგი შეიძლება იყოს, ასევე მიკროელემენტების დეფიციტისგან გამოწვეული. სასურველია ვიზიტი ექიმთან. 

ხელებზე კანის დასკდომა მხოლოდ „ა“ ვიტამინის ნაკლებობაზე არ მიუთითებს, კანის სიმშრალე, აქერცვლა, გამოშრობა შეიძლება იყოს კონტაქტური დერმატიტი. 

ტუჩების დასკდომა შეიძლება იყოს მეტალებთან შეხების გამო, ასევე ვიტამინების დეფიციტით განპირობებული სიმპტომი“, - ამბობს ანა მაღრაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ გარისკოთ, რადგან არის იმის ალბათობა, რომ შეცდომებს დაუშვებთ“ - 30 მაისის ასტროპროგნოზი ნინა სუსლოვასგან

„აგინებ ჯაბა კანკავას, რომელსაც დედა გარდაცვლილი ჰყავს, ადამიანობასთან პრობლემები გაქვს და ვერც სწორად ხარ აღზრდილი“ - რა მოხდა გორის სტადიონზე

🎥 ვის ელოდება პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატება ივნისში - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი