
რას შეიძლება ნიშნავდეს გრძნობა, როდესაც სხვისი ბედნიერება არ გვახარებს და რა არის შური? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოლოგმა გვანცა ბარაბაძემ ისაუბრა:
„სულხან-საბას ლექსიკონში არის ასეთი სიტყვები, რომელსაც ხშირად ვიმეორებ და დამამახსოვრდა - „მწუხარება სხვისა სიხარულსა ზედა“. რატომ უნდა ვმწუხარებდე სხვის სიხარულზე? ეს აუცილებლად მიუთითებს ფსიქოლოგიურად რაღაც დანაკლისზე.
ანუ შინაგანად რაღაც დანაკლისი მაქვს და ეს მამყოფებს მერე ამ მდგომარეობაში.
შურს სხვადასხვა სახელს ვარქმევთ ხოლმე, თეთრსა და შავს. სინამდვილეში ყოველთვის ეს ემოცია რაღაც დანაკლისზეა. ძალიან საინტერესოდ შეიძლება ამის შემოტრიალება. შესაძლებელია ის ადამიანი, რომლისაც გშურს იყოს შენი ცხოვრების ყველაზე დიდი მოტივატორი“, - ჰყვება გვანცა ბარაბაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
🎥 „როცა თაყვანისმცემლები გაწუხებენ“ - Geo Team გიორგი ჩაკვეტაძის მხიარულ ვიდეოს აქვეყნებს