რას უნდა აკეთებდნენ ბავშვები 3 წლის ასაკში - აღნიშნულ თემაზე ბავშვთა ნევროლოგმა ირაკლი ტუღუშმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
როგორც თავად ამბობს, ამ ასაკში ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ჩაცმა, კოვზით ჭამა და ერთდროულად რამდენიმე დავალების გაკეთება.
„ჩამოვთვლი მცირე და მნიშვნელოვან ფაქტებს, რასაც 3 წლის ასაკში ბავშვები უნდა აკეთებდნენ:
თუ თქვენი შვილი უკვე სამი წლისაა, მაშინ მას როდესაც ჰკითხავთ თუ რა ჰქვია, ან რა გვარის არის, აუცილებლად სწორად გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს.
ასევე, ის უკვე ამბობს სამ ან ოთხ სიტყვიან წინადადებას. შესაძლოა უკვე ლაპარაკობდეს გამართულადაც კი.
მას უკვე მარტივად შეუძლია შეასრულოს მარტივი დავალებები ერთდროულად. მაგალითად, როდესაც ეტყვით დადე ფეხსაცმელი სკამის ქვეშ და შემდეგ წიგნი მაგიდაზე, ორივე დავალებას ერთდროულად შეასრულებს.
ამ ასაკში კიდევ უფრო უკეთესად მოიქნევს ფეხს და ბურთს დაარტყამს. ორი ფეხის წამოწევით წამოხტება და სკუპსაც გააკეთებს.
ასევე, ცალი ფეხის წამოწევით, ისე რომ არაფერს არ ეყრდნობოდეს, გაჩერდება 1 წამი მაინც. ამ ასაკში ბავშვმა უნდა იცოდეს მაკრატლის ფუნქცია. ფანქარი აუცილებლად სწორი ფორმით უნდა ეკავოს ხელში.
სამი წლის ასაკში თქვენი შვილი კოვზით დახვეწილად უნდა ჭამდეს საჭმელს. ეტლი, ურიკა ან სხვა ბორბლებიანი საშუალება უნდა ატაროს მარტივად. უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ჩაიცვას ჯემპრი, მაისური ან რაიმე ქურთუკი“, - ამბობს ირაკლი ტუღუში.
@dr.tugushi რას უნდა აკეთებდნენ ბავშვები 3 წლის ასაკში. #ირაკლიტუღუში #ბავშვთანევროლოგი #ბავშვისგანვითარება #ბავშვი #drtugushi ♬ original sound - Dr. Irakli Tugushi
ასევე დაგაინტერესებთ: