
რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ბრილიანტის მწვანე ჩუტყვავილათი გამოწვეულ გამონაყარზე?! - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დერმატო-ვენეროლოგმა, ზაზა თელიამ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„ბრილიანტის მწვანეს გამოყენება მსგავსი ტიპის გამონაყარზე არ შეიძლება იმიტომ, რომ ბრილიანტის მწვანე აშრობს კანს. ჩუტყვავილა ტოვებს ნაწიბურებს და მისი წასმის შემთხვევაში ამის რისკი მატულობს. ჩვენ უნდა შევქმნათ სველი გარემო, რომ მოხდეს შეხორცება კანის და აღდგენა.
ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ისეთი საშუალებები, რომლებიც კანს პირიქით ატენიანებს. პირობითად, ბეტადინის მალამო. ასევე ქავილის საწინააღმდეგოდ მოქმედი საშუალებები - ანტიჰისტამინი და ა.შ. ამან შეიძლება ქავილი შეამსუბუქოს, რათა არ მოხდეს სხეულის დაკაწვრა. ბანაობაც შეიძლება ამ დროს და უკეთესიც კი არის“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
⭕„მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება...“ - გოგა მანია კლინიკიდან გაწერეს