
გაიცანით თვითნასწავლი ხელოვანი, მირანდა სეიდეიშვილი, რომელიც იაპონურმა კულტურამ - ქვილინგმა გაიტაცა. გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველომ“ ხელოვანის შესახებ საინტერესო სიუჟეტი მოამზადა, სადაც ქალი მის პროფესიასა და ცხოვრებაზე ჰყვება.
„ეს ნიჭი აღმოვაჩინე 10 წლის უკან, როცა გარდამეცვალა მამა. 40 დღე იყო გასული და კბილის ჩხირით დავახვიე პატარა ქაღალდი. პატარა ხე გამომივიდა. იმის შემდეგ აღარ გავჩერებულვარ და არც გავჩერდები. მუშაობის პროცესში ყოველთვის ვგრძნობ მამის მხარდაჭერას, თითქოს გვერდით მიდგას და რაღაცას მკარნახობს. ყველა ნამუშევარში ჩემი მამის ნაკარნახევია. მართლა არასოდეს დამიხატია არაფერი. ვაკეთებ და გადმოვცემ იმას, რაც ჩემი გულიდან მოდის, რომ დააკვირდეთ ბუმბულივით ფრიალა ნამუშევრები გამოდის. ერთ ნამუშევარს საშუალოდ 4-5 დღე უნდა. ყოფილა შემთხვევა 3 თვე ვაკეთებდი“,- ჰყვება მირანდა სეიდეიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 სამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
⭕„მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება...“ - გოგა მანია კლინიკიდან გაწერეს