Digest Logo

🎥 „პაპა ნადირობის დროს ზვავმა გამოისროლა არხოტში, 3 დღე ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, დამარხული“ - ხევსურული ტრილოგია: პირქუში ცეცხლისალიანი

1793259906
გიორგი არაბული

პირქუში ცეცხლისალიანი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ცნობილი სალოცავი (ჯვარი) ხევსურეთში, რომელიც მდებარეობს გორშეღმის ხეობაში, სოფელ ბაცალიგოში. 

გადაცემის „სასწაულის ძიებაში“ ეპიზოდი „ხევსურული ტრილოგია - პირქუში ცეცხლისალიანი“ ეძღვნება ხევსურეთის ერთ-ერთ ყველაზე მისტიკურ და ძლიერ სალოცავს.

ფშავ-ხევსურულ მითოლოგიაში პირქუში ღვთაებრივი მჭედელია, ხთიშვილი, რომელიც განაგებს სამჭედლო საქმეს. იგი ეხმარებოდა მორიგე ღმერთის შვილებს - კოპალასა და იახსარს დევებთან ბრძოლაში და მათთვის საომარ იარაღებს ჭედდა:

„პაპა ნადირობის დროს ზვავმა გამოისროლა არხოტში, 3 დღე ეძებდნენ, სამივე თემი ეძებდა. 

მესამე დღეს იპოვეს ცოცხალი, დამარხული. მაშინ თქვა, რომ მე უნდა შევიდე სალოცავში, იმ დღის შემდეგ აღარაფერი დამართვია. ასეთი რაღაცები მანამდე ემართებოდა ხოლმე, ნადირობის დროს ხან საიდან მოსწყდებოდა, ხან საიდან ჩამოვარდებოდა, ხან სად გაცურდებოდა და აი, რომ ეგონა, უნდა გადავვარდე, ჩერდებოდა. რა აჩერებდა თავადაც არ იცოდა. 

მახსოვს, თავად მომიყვა, რომ ვიღაც ქალბატონი ყოფილა, ვისთანაც მისულა და მას უთქვამს, მე დიდი ხანია შენზე ვიციო და რომ უარობდი, იმიტომ გემართებოდა ეგ ყველაფერიო. ასეთი განსაცდელის წინაშე დააყენა საბოლოოდ პაპა.

ეს თვითონ სალოცავმა იცის ვინ უნდა გამოარჩიოს და ვინ არა. აქ შესვლა არ არის მარტივი და გაძღოლა. მე რომ პაპას ვუყურებდი როგორ ცხოვრობდა, ძალიან რთულია, იქ ვხედავდი, საერთოდ ცალკე გადიოდა ოთახში და ცალკე ცხოვრობდა“, - ამბობს გიორგი არაბული. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თუ დიეტას იცავ, მაგრამ წონა არ იძვრის, მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა! - რას ამბობს ცნობილი ენდოკრინოლოგი

🎥 „რთული პაროლი და ორმაგი ავტორიზაცია უკვე აღარ არის საკმარისი“ - როგორ გამოვიყენოთ უფასო AI უსაფრთხოდ და როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია?

🎥 რამდენჯერ შეიძლება დღის განმავლობაში ყავის დალევა, სად გადის ზღვარი უბრალო და ჭარბ მოხმარებას შორის - ენდოკრინოლოგის პასუხი

✕