Digest Logo

🎥 „ეს არ არის რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივათ...“ - გსურთ, უფრო თავდაჯერებული გახდეთ? გაითვალისწინეთ ეს მნიშვნელოვანი რჩევები

1793262035
ვახო ნიკოლავა

იცით რა არის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა? თავდაჯერებულობა, მაგრამ ეს თვისება არ არის თანდაყოლილი, მისი გამომუშავება შესაძლებელია, ამისთვის უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

1. ნუ იქნებით პერფექციონისტები.

თავდაჯერებული ადამიანები არ ელოდებიან იდეალურ მომენტს, საუკეთესო განწყობას ან 100%-იან შედეგს. მათ იციან, რომ წარმატების გზა შეცდომებზე, აღმართებსა და დაღმართებზე გადის. მთავარია არა ყველაფრის იდეალურად გაკეთება, არამედ მოქმედება და მუდმივი გაუმჯობესება. 

2. დაეყრდენით თქვენს ღირებულებებს და არა წამიერ ემოციებს.

წიგნი გაქვთ წასაკითხი, საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მაგრამ ხელი ტელეფონისკენ გაგირბით. ფიქრობთ, რომ დღეს არა, მოდი, ხვალ გავაკეთებ, ხვალ კი ამბობ, არა, ხვალ გავაკეთებ და ყოველ ჯერზე ასე ხდება. დაიმახსოვრეთ, როდესაც ამას აკეთებთ, საკუთარი თავის მიმართ ნდობას ასუსტებთ. 

3. შიში.

თავდაჯერებულობა არ ნიშნავს, რომ არაფრის გეშინიათ. ეს ნიშნავს, რომ შიშის მიუხედავად მოქმედება შეგიძლიათ. ნუ დაელოდებით მომენტს, როდესაც შიში მთლიანად გაქრება. რაც უფრო მიიღებთ შიშს, მით ნაკლებად ექნება მას თქვენზე გავლენა.

თავდაჯერებულობა არ არის რწმენა, რომ ყველაფერი გამოგივათ, თავდაჯერებულობა არის რწმენა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ეცდებით, გაუმკლავდეთ და გზა გააგრძელოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პაპა ნადირობის დროს ზვავმა გამოისროლა არხოტში, 3 დღე ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს, დამარხული“ - ხევსურული ტრილოგია: პირქუში ცეცხლისალიანი

🎥 თუ დიეტას იცავ, მაგრამ წონა არ იძვრის, მაშინ ეს ინფორმაცია შენთვისაა! - რას ამბობს ცნობილი ენდოკრინოლოგი

🎥 „რთული პაროლი და ორმაგი ავტორიზაცია უკვე აღარ არის საკმარისი“ - როგორ გამოვიყენოთ უფასო AI უსაფრთხოდ და როგორ დავიცვათ პირადი ინფორმაცია?

✕