ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე „იუთუბის“ საკუთარ არხზე აქვეყნებს ახალ ინფორმაციულ ვიდეოს, სადაც ომეგა 3-ზე საუბრობს.
თორნიკე ენუქიძე ამბობს, რომ აღნიშნული ვიტამინი არის ქალის ორგანიზმისთვის „ოქროს ვალუტა“.
„არსებობს კონკრეტული ნივთიერებები, რომლებიც გარემოდან თუ არ მიაწოდე ორგანიზმს, მას ვერანაირი დანამატი შეგიცვლის. ზამთარია თუ ზაფხული მნიშვნელობა არ აქვს.
რატომ არის „ომეგა სამი“ შენი მთავარი მეტაბოლური კატასტროფა, არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია თუ ზამთარი და რატომ არის „ომეგა სამი“ ქალის ჰორმონალური სისტემის ოქროს ვალუტა, რომელსაც მთელი ქვეყანა აიგნორირებს და მერე ორგანიზმის ხარჯზე გვიწევს სირთულეები. ეს არ არის მხოლოდ ზამთრის დანამატი და არ უნდა აგვერიოს „დ“ ვიტამინში. ეს არის შენი ნეირონების კედლის საშენი სტრუქტურა.
თუ გაქვს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები, მუდმივი გადაღლილობა, რეალურად ეს არის ტვინის ნისლი. შენი ნერვული სისტემა არის დაახლოებით ათასობით დენის სადენის ერთობლიობა. ამ სადენებს კი სჭირდებათ გარედან იზოლაცია, რომელსაც ომეგა უზრუნველყოფს.
ომეგა სამი არ არის მხოლოდ ერთი მოლეკულა.
მას ჰყავს ოჯახის წევრები. ისინი არიან „ეპა“ და „დიეიჩეი“. ამას ძირითადად ვიღებთ ზღვის პროდუქტებისგან, თუმცა არსებობს დანამატებიც. მაგრამ მათ მცენარეულ სამყაროშიც ვხვდებით როგორიცაა: ჩია, სელის თესლი, თხილეულ-თესლეული. თუმცა ორგანიზმს არ აინტერესებს მცენარეული „ომეგა სამი“.
ქალის ორგანიზმი ძალიან ჭკვიანია და აქ შემოდის ჰორმონი ესტროგენი - ეს არის მთავარი სამშენებლო დირექტორი. მას ორმაგად სჭირდება „ომეგა სამი“ ვიდრე კაცის ორგანიზმს, რადგან ზოგჯერ ორსულობისას ორგანიზმის ასლის აშენება გვიწევს. ამ წერტილში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომეგას დამატება. ომეგა სამის ჯანსაღად და რეგულარულად მიღებამ, კვლევების თანახმად 42 პროცენტით შეამცირა ნაადრევად დაბადების რისკი.
„ომეგა სამის“ ბალანსს სისხლის ანალიზით მარტივად ვერ გადაჭრი და გაიგებ. ერთადერთი გზა არის გადახედო კვების რაციონს. სიმართლე მხოლოდ იქ წერია. რა საკვებს იღებ და რომელში უფრო ჭარბად არის ომეგა სამი. საკვები დანამატი კი ზოგიერთი ადამიანისთვის ერთადერთი გზაა“, - გვირჩევს თორნიკე ენუქიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ორსულობის შემდგომი გართულებით თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - დაიღუპა ნაყოფიც
⭕„ჩნდება ახალი შესაძლებლობები...“ - როგორ გავააქტიუროთ 11 მარტის ენერგია