Digest Logo

🎥 რატომ არის საჭირო სქესობრივი განათლების მიღება მოზარდებში და როგორ უნდა მივაწოდოთ მათ სწორი ინფორმაცია? - ნატა ასათიანის რჩევები

1744397482
ნატა ასათიანი

სქესობრივი განათლება ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია ქართულ სკოლებში. უნდა შევიყვანოთ იგი სასწავლო პროგრამაში თუ მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის და რა ინფორმაცია მიაწოდონ ბავშვებს? - აღნიშნულ საკითხზე იუთუბის პოდკასტში „ვერიტა“ თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნატა ასათიანმა ისაუბრა:

„აუცილებელია ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია გავიაზროთ რატომ ეშინია საზოგადოებას ამ ორი სიტყვის, სექსუალური განათლების. ასევე მნიშვნელოვანია სქესობრივ განათლებაზეც ვისაუბროთ. სექსზე აკეთებენ აქცენტირებას ამ დროს. როცა ვუხსნით მშობლებს რა იგულისხმება სქესობრივ განათლებაში, არ მეგულება ადამიანი, რომელიც ვერ გაიგებს ან სამღვდელოების პირი და არ დაგვეთანხმება. გარკვეულ ჯგუფებს კიდევ პოპულარობას უქმნის უაზროდ ფურცლების და ფრაზების ფრიალი, სწორედ ამიტომაა, რომ ვერ იგებს საზოგადოება რა იგულისხმება ამაში.

ეს არის ერთი მხრივ ბიოლოგიური ასპექტი, თუმცა ამის უკან დგას არასასურველი  ორსულობა აბორტი. თქვენ იცით რომ 3000-მდე არასრულწლოვანმა იმშობიარა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და 500-მდე აბორტი გაკეთდა. ეს ციფრები და სტატისტიკაა, თუმცა ამის უკან დგას დიდი ტრაგედია. სქესობრივი განათლების უკან დგას ინფორმაცია ჩვენ ფიზიოლოგიურ აგებულებაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ენდოკრინული სისტემაც და ემატება ფსიქოლოგიური ასპექტი. როცა კვალიფიციური ადამიანი მაწვდის ინფორმაციას ვხდები შეიარაღებული და მომზადებული.

როცა რაღაც ხდება ბავშვის ცხოვრებაში და არ იცის რატომ მოხდა, მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს ამ ამბავში. თუმცა ყველაფრის უკან ერის და ქვეყნის ტრაგედია დგას“, - აღნიშნა ნატა ასათიანმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კიბოს საწინააღმდეგო მინერალია“ - რატომ არის საჭირო იოდის მიღება ასაკოვანი ქალებისთვის? არუნ ხათრის რჩევები

⭕ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისაც აპრილის მეორე ნახევარში ფინანსური წარმატება ელის

🎥 5 საუკეთესო ხილი თირკმელებისთვის და მისი დეტოქსისთვის - კოტე თოდუას რჩევები