
ცისტიტი საშარდე გზების ინფექციაა, რომელიც დღესდღეობით აქტუალური პრობლემაა, განსაკუთრებით ქალებში. ექიმები ამის უპირველეს მიზეზად ქალების ანატომიას ასახელებენ.
ზოგადად საშარდე გზების ინფექციები ჯერ კიდევ ნაწლავში იწყება და მისი მთავარი გამომწვევი ბაქტერია ნაწლავის ჩხირია. ის ნაწლავში ბინადრობს, მაგრამ განიცდის მუტაციას.
როდესაც მუტაცია მოხდება, ის ნაწლავიდან მოძრაობას იწყებს, გამოდის გარეთ გაივლის საშოს და შარდსადენ მილთან მიდის.
ცისტიტის სიმპტომებია: გახშირებული შარდვა, წვა, ტკივილი მოშარდვის დროს და შარდის ბუშტის მიდამოში. თუ ეს პროცესი მხოლოდ შარდის ბუშტით შემოიფარგლება, ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება. თუ ანთებით პროცესში თირკმელიც არის ჩართული, მაშინ შესაძლოა, წელის ტკივილი, შემცივნება, ცხელება, ოფლიანობა, წნევის დაცემა ან პირიქით, მატება აღენიშნებოდეს. ასევე შარდი შესაძლოა სპეციფიკური, მძაფრი სუნის გახდეს. როდესაც შარდს სპეციფიკური სუნი აქვს, ამ დროს ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ და ექიმს მიმართოთ.
ასევე დაგაინტერესებთ: