Digest Logo

რატომ გეჩვენება სიყვარულად ის, რაც ბავშვობაში ტკივილს გაყენებდა? - რას ამბობს ფსიქოლოგი

1789720016
სიყვარული და ტკენა

 რატომ გეჩვენება სიყვარულად ის, რაც ბავშვობაში ტკივილს გაყენებდა? - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე გვიზიარებს:

„• ბავშვობაში ნანახი მშობლების ტოქსიკური ურთიერთობა დღეს შენთვის სიყვარულის ერთადერთ ნორმად იქცა.

• ქვეცნობიერად ირჩევ პარტნიორს, რომელიც ზუსტად ისევე გულგრილი და კრიტიკულია შენ მიმართ, როგორც ბავშვობაში დედა ან მამა იყო.  

• მშვიდი და სტაბილური ურთიერთობა შეიძლება მოსაწყენი გეჩვენებოდეს, რადგან მშობლების სახლში არსებულ ქაოსსა და სტრესს ხარ მიჩვეული.  

• სიყვარულს მუდმივ ბრძოლასთან აკავშირებ, რადგან ბავშვობაში მშობლისგან ყურადღების მისაღებად ყოველთვის დიდი ძალისხმევა გიჭირდებოდა.  

• ითმენ პარტნიორისგან კრიტიკასა და კონტროლს, რადგან ოჯახურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ეს დამანგრეველი ქცევა „მზრუნველობა“ გგონია.

მშობლების ტოქსიკური მოდელი არ განსაზღვრავს შენს მომავალს, მაგრამ ის შენი დღევანდელი არჩევანის მთავარი მიზეზია. ჩვენ ქვეცნობიერად ვეძებთ არა იმას, რაც ჯანსაღია, არამედ იმას, რაც მშობლიური და ნაცნობია“, - წერს გიორგი რაზმაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა სიმპტომები აქვს კვებით ინტოქსიკაციას

⭕18 სექტემბერი ფულადი ცხრიანისა და ფინანსური ჯეკპოტის დღეა - რა უნდა გააკეთოთ დღეს სიუხვის მოსაზიდად, რას გვირჩევს თაკო მელიქიშვილი

⭕„მაშველი რგოლი მოულოდნელად გამოჩნდება, თუმცა დღეს თავად უნდა ავირჩიოთ სინათლე“ - 18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი