საზოგადოებაში გავრცელებული მითის საპირისპიროდ, მანიპულატორებსა და ტოქსიკურ პარტნიორებს ხშირად არა სუსტი, არამედ გამორჩეულად ძლიერი, ემპათიური და ერთგული ადამიანები იზიდავთ.
ფსიქოლოგების განმარტებით, მაღალი ემოციური ინტელექტი, სხვისი ქცევის გამართლების მიდრეკილება და საკუთარი საზღვრების დათმობის მზაობა სწორედ ის თვისებებია, რომლებსაც მანიპულატორი მოგვიანებით მსხვერპლის წინააღმდეგ იყენებს.
ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე განმარტავს, რა მიზეზებით მეორდება მსგავსი სცენარები ადამიანების ცხოვრებაში და როგორ არის შესაძლებელი ტოქსიკური ურთიერთობების ჯაჭვის გაწყვეტა საკუთარი საზღვრების სწორად დაცვით:
🔥 რატომ იზიდავ მუდმივად მანიპულატორ კაცებს?
🎭 • ხედავს, რომ ძალიან ემპათიური ხარ და ხშირად სხვის გრძნობებს საკუთარ თავზე წინ აყენებ
🤍 • ამჩნევს, რომ ადამიანში კარგის დანახვა გინდა და მის ქცევას ხშირად ამართლებ
🧠 • გრძნობს, რომ ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბევრს მოითმენ და საკუთარ საზღვრებს დათმობ
😔 • ხედავს, რომ კონფლიქტის დროს შეიძლება საკუთარ თავში ეჭვი შეგეპაროს და იფიქრო: „იქნებ მე ვაჭარბებ?“
💭 • ამჩნევს, რომ ერთგული ხარ და მარტივად არ ტოვებ ადამიანს, მაშინაც კი, როცა ურთიერთობა ტკივილს გაყენებს
🔗 • გრძნობს, რომ გინდა მისი დახმარება, შეცვლა ან „გადარჩენა“ – მაშინაც კი, როცა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას თავად არ იღებს .
🎭 💬 მანიპულატორს ხშირად არ იზიდავს სუსტი ადამიანი – მას სწორედ შენი ძლიერი მხარეები აინტერესებდეს: ემპათია, ერთგულება და მოთმინება, რომლებსაც საბოლოოდ შენს წინააღმდეგ გამოიყენებს“, - წერს გიორგი რაზმაძე.
მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕საცურაო კოსტიუმი და „კაზაჩოკი“ - ალექსანდრა პაიჭაძის პიკანტური კადრები
🎥 „ჩემი მშვენიერი ქვეყანა“ - რა კადრებს გვიზიარებს თიკა ჯამბურია