Digest Logo

🎥 „როდესაც ძილი კლებულობს, ხანგრძლივი მეხსიერება გვეკარგება“ - რა მნიშვნელობა აქვს ძილს ადამიანების ჯანმრთელობაზე? ნევროლოგის განმარტება

1741861031
სოფო კასრაძე - ნევროლოგი

ძილ-ღვიძილის რეჟიმის დარღვევა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. უახლესი კვლევების მიხედვით, ერთი უძილო ღამე უდრის უამრავ ქრონიკულ დაავადებას და იმუნიტეტის დაქვეითებას. 

რა მნიშვნელობა აქვს ძილს ადამიანების ჯანმრთელობაზე?

აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „შუადღე“ ნევროლოგი სოფო კასრაძე საუბრობს, რომელიც საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს.

„ძილის მედიცინა მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, რაც უფრო ღრმავდება მისი კვლევები, მით უფრო აქტუალობას იძენს ძილის მნიშვნელობა ჯანმრთელობაზე. გვიანი დაძინება, არა ერთსა და იმავე დროს დაძინება ბავშვის ფსიქიკაზე მოზარდობის დროს მძიმე გავლენას ახდენს... მაგრამ, როდესაც იგი წამოიზრდება, ძილს ამოკლებს და ღვიძილს ახანგრძლივებს. ამ დროს რა ხდება? როდესაც ძილი კლებულობს, ხანგრძლივი მეხსიერება გვეკარგება“,- ამბობს ნევროლოგი.

სპეციალისტის თქმით, ძილის სხვადასხვა სახის დარღვევები არსებობს, რომელიც გამოსასწორებელია.

„ექიმები, სამხედრო პირები, მძღოლები. ჩვენ მათ ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. ეს არის პრობლემა და უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. ძილის დარღვევა დამოუკიდებლად არ არსებობს, ისეთი ფუნქციები არსებობს, რომელიც აუცილებელია ძილში განხორციელდეს, ესაა ნეიროქიმიური პროცესები, რაც უზრუნველჰყოფს ჯანსაღ სხეულს და ინდივიდის ჯანმრთელობას. იგივე შფოთვა, მენტალური მდგომარეობა, ფიზიკურად კი დაღლილი იღვიძებთ, ესაა ძილის დარღვევების შედეგი. ამასთან, ძილის დარღვევებს შეუძლია სხვადასხვა დაავადებების პროვოცირება. ასევე მოქმედებს იმუნიტეტზე, რომლის დროსაც გვერევა ყველანაირი ვირუსი, ან გვიმწვავდება არსებული დაავადებები. ძილის ხანგრძლივობას არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ხარისხს“,- ამბობს მედიკოსი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ნუ გეშინიათ, მსგავსი ბიძგები ყოველთვის იყო, არის და იქნება“ - იტალიაში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რას უყვება „დაიჯესტს“ ნეაპოლში მცხოვრები ემიგრანტი

🎥 „რასაც ახლა აქ ვუყურებ ეს არის დანაშაული“ - რა ხდება ლამაზი დახლების უკან და ცნობილ რესტორანში?

⭕14 მარტს მთვარის დაბნელებაა! - რატომ არის ეს დღე საყურადღებო და რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქო 12-ვე ნიშნის წარმომადგენელზე?