Digest Logo

🎥 როგორ აღვადგინოთ კანი ზაფხულის შემდეგ, რომელი პროცედურებია ეფექტური და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას? - ნათია თოდუას რეკომენდაციები

1791272636
ნათია თოდუა

ზაფხულის შემდეგ კანს ხშირად განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. მზის ზემოქმედება, სიცხე და ულტრაიისფერი გამოსხივება შესაძლოა გახდეს პიგმენტური ლაქების, კუპეროზის, როზაცეას გამწვავებისა და სხვა პრობლემების მიზეზი. 

როგორ უნდა აღვადგინოთ კანი, რომელი პროცედურებია ეფექტური, უსაფრთხო, რა უნდა გავითვალისწინოთ მათი შერჩევისას? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმედის დილა“ დერმატოლოგმა ნათია თოდუამ ისაუბრა:

„ზაფხულს აქვს თავისი კვალი ჩვენი კანის ზედაპირზე, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სოკოვანი დაავადება, რაც ტენიანობასა და ოფლიანობასთან ასოცირდება, ასევე ტერფის, ფრჩხილის სოკო, რომელიც მეტად ღვივდება, მეტად ჩანს, მაგრამ დროული მიმართვიანობა ყოველთვის აგვარებს პრობლემას. 

სახის კანზე პერიოდულად ჩნდება მოყავისფრო ლაქები ზაფხულში, ასევე ანთების შემდგომ ჰიპერპიგმენტური ლაქები მუქდება. 

დღის რომელ მონაკვეთზე იმყოფები მზეზე ძალიან მნიშვნელოვანია და შემდეგ ხანგრძლივობა. 

სამწუხაროდ, მზისგან დამცავი საცხის გამოყენების პარალელურად წარმოიქმნება ლაქები და თავს იჩენს პიგმენტური, მოყავისფრო ფერის ლაქები, თუმცა შემოდგომა გვაახლოებს ზამთართან და პროცედურები, რაც ავუკრძალეთ თავს ზაფხულში, შეგვიძლია ნელ-ნელა გამოვიყენოთ“, - ამბობს ნათია თოდუა. 

ვრცლად, იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაფერი ხდება ისე, თითქოს ღმერთი უხილავად გეხმარება“ - გაიცანით 5 შვილის დედა ეკა მარშანია

🎥 „თუ გადადგამ ამ ნაბიჯებს, აღარ იქნები დამოკიდებული სამსახურზე!“ - ფინანსური დამოუკიდებლობა, როგორც ბედნიერების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი განმსაზღვრელი ფაქტორი

⭕„არახელსაყრელია მოგზაურობა, მშენებლობის დაწყება, ქორწილი“ - 6 ოქტომბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

✕