
ნევროლოგი ზურაბ ახალაია სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც საზოგადოებას ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად რჩევები გაუზიარა.
მისი თქმით, ცეკვის დროს ტვინის ყველაზე მეტი უბანი მუშაობს, ახალაიამ აღნიშნა, რომ მცირდება გარკვეული დაავადებების რისკიც.
„ნეიროპლასტიკურობა არის უნარი თავის ტვინის, რომ უკვე არსებულ ნეირონებში წარმოქმნას ახალი გზები და კავშირები. ნებისმიერი აქტივობის დროს ტვინის განსაზღვრული უბნები აქტიურდება. ცეკვის დროს იმით არის გამორჩეული, რომ ყველაზე მეტი უბანი აქტიურდება ტვინში. ცეკვაში ერთვება რამდენიმე კომპონენტი, მაგალითად ვიზუალური, ხედვის და ა.შ. კვლევების მიხედვით დადასტურებულია, რომ ცეკვა გარკვეული დაავადებების განვითარებას ხელს უშლის. მაგალითად 75%-ით მცირდება დემენციის განვითარება“, - აღნიშნა ზურაბ ახალაიამ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ადამიანი უდრის სინდისს, ოღონდ არავინ იცის რატომ...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?