Digest Logo

როგორ გაჯერებს მანიპულატორი კაცი, რომ ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ? - ფსიქოლოგის რჩევები

1789455654
გიორგი რაზმაძე

„როგორ გაჯერებს მანიპულატორი კაცი, რომ ყველაფერში დამნაშავე შენ ხარ?“, - აღნიშნულ საკითხზე პოსტს ფსიქოლოგი გიორგი რაზმაძე გვიზიარებს:

„• როცა შენს მიმართ ცივდება ან დისტანციას იჭერს, ისე იქცევა, თითქოს ამის მიზეზი შენი „ცუდი ხასიათი“ ან საქციელია – და შენ იწყებ საკუთარი თავის შეცვლას მის დასაკმაყოფილებლად.

• კამათის დროს საუბარს ყოველთვის ისე აბრუნებს, რომ თავდაპირველი პრობლემა ქრება და ბოლოს მხოლოდ შენს „შეცდომებზე“ საუბრობთ.

• როცა შენს საზღვრებს იცავ, ამას ცუდ დამოკიდებულებად წარმოაჩენს – თითქოს „კარგი პარტნიორი“ ყველაფერს უნდა ითმენდეს.

• როცა რამეს გაწყენინებს, ცდილობს დაგაჯეროს, რომ შენი რეაქციაა პრობლემა და არა ის, რამაც ეს რეაქცია გამოიწვია.

 • ყველაზე საშიში კი ის არის, რომ დროთა განმავლობაში აღარ ეკითხები საკუთარ თავს: „რატომ მომექცა ასე?“ – იწყებ ფიქრს: „იქნებ მართლა ყველაფერი ჩემი ბრალია?“.

მანიპულაციის ყველაზე საშიში შედეგი ის არ არის, რომ მის სიტყვებს იჯერებ – არამედ ის, რომ ნელ-ნელა საკუთარ რეალობაში ეჭვი შეგაქვს“, - წერს გიორგი რაზმაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „თუ სულ გასცემ და არაფერს იტოვებ საკუთარი თავისთვის, დაცარიელდები...“ - რას წერს ეზოტერიკოსი

⭕ „საკუთარ თავზე მხოლოდ კარგი ილაპარაკეთ...“ - 15 სექტემბრის ენერგიები

⭕ „სიცივე პირდაპირ არასდროს არ იწვევს გაციებას...“ - ლევან შელეგია ვირუსების შესახებ