Digest Logo

როგორ გავაფორმოთ სააღდგომო სუფრა

1775653800
სააღდგომო სუფრა

სააღდგომო სუფრა ზეიმის, ოჯახური სითბოს, ტრადიციებისა და გაზაფხულის განწყობის განსაკუთრებული გამოხატულებაა. მისი გაფორმება უმჯობესია, ნათელი და სადღესასწაულო ელემენტებით დავიწყოთ.

სუფრის ძირითად ფერებად შეგიძლიათ, აირჩიოთ თეთრი, ღია მწვანე, ოქროსფერი ან პასტელური ტონები, რომლებიც აღდგომის სიმბოლიკასა და გაზაფხულის სიმშვიდეს უსვამს ხაზს.

მაგიდის ცენტრში განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურება წითლად შეღებილი სააღდგომო კვერცხების კალათა. დეკორს შეგიძლიათ, დაუმატოთ მწვანე ბალახი, გაზაფხულის ყვავილები ან სანთლები, რაც სუფრას მეტად სადღესასწაულო იერს შესძენს. 

სუფრის მთავარი აქცენტი, ტრადიციულად, პასკაა.

სასურველია ლამაზ თეფშებსა ან ნაქარგ ხელსახოცებს მივანიჭოთ უპირატესობა. სუფრას ელეგანტურობას მატებს თეთრი ან ღია ფერის სუფრა, ლამაზად დაკეცილი ხელსახოცები და სეზონური ყვავილები - ტიტები, ნარცისები ან იები.

ინსპირაციისათვის რამდენიმე იდეას გაგიზიარებთ:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „დახვრეტიდან-დაცინვამდე!...ვიდეოები მიზანმიმართულად ვრცელდება დისკრედიტაციისთვის!“ - რას წერს გიორგი გასვიანი რობერტ სტურუას გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

⭕იუდას ღალატის დღე – ქრისტიანული სამყაროსთვის მძიმე სიმბოლური თარიღი

⭕🎥 „ბაჩო მხოლოდ 2 თვის იყო, როცა მამამ მიატოვა...მის შემდეგ არც უნახავს, არც მაშინ, როცა გარდაიცვალა“ - რას წერს ლიკუნა კუჭუხიძე

წყარო: www.beaumonde.ge