Digest Logo

როგორ გავხადოთ სახის კანი მოვლილი, ნაზი და გლუვი - ეს უნდა სცადოთ!

1776333383
სახის კანი მოვლილი

სტრესული გარემო, არასრულფასოვანი ძილი, დაუბალანსებელი კვება, ჯანმრთელობის პრობლემები ყველაზე მეტად სახის კანზე აისახება. თუმცა, არსებობს სახლის პირობებში მარტივად მოსამზადებელი სპეციალური ნიღბები, რომელიც ამ პრობლემას ადვილად გადაჭრის, სახის კანს დაატენიანებს, ჯანსაღ იერს დაუბრუნებს და აკნესაც ეფექტურად უმკურნალებს. 

კარტოფილისა და ლიმონის ნიღაბი – 1 ცალი კარტოფილი კარგად დააბლენდერეთ, ამ მასას შეურიეთ ნახევარი ლიმონისგან გამოწურული წვენი. ხელის წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე ეს ნაზავი და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია სახეზე არსებული ლაქების გაუფერულებისთვის.

კიტრისა და კვერცხის ცილის ნიღაბი – შეურიეთ ერთმანეთს დაბლენდერებული 1 ცალი კიტრი და 1 კვერცხის ცილა. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, დაახლოებით, 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი აახლებს სახის კანს, ავიწროებს ფორებს და ასევე, საუკეთესო საშუალებაა, თვალთან გაჩენილი ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად.

კვერცხის, თაფლის, ლიმონისა და რძის ნიღაბი – 1 კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჩაის კოვზი რძე და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი შეურიეთ ერთმანეთს. კარგად აურიეთ და მიღებული ნაზავი ხელის ნაზი მოძრაობით წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბი დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში, ატენიანებს გამომშრალ კანს და მას უფრო ხასხასას, გლუვსა და მოვლილს ხდის.

ვაშლის, შვრიის, ზეითუნის ზეთის, თაფლისა და კეფირის ნიღაბი – ამ ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ჩაის კოვზი შვრია, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ცალი მწვანე ვაშლი, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 2 სადილის კოვზი კეფირი, 1 ცალი ლიმონის წვენი. გახეხეთ ვაშლი. აიღეთ 3 პატარა ჯამი, ერთში გააკეთეთ შვრიისა და ზეითუნის ზეთის მიქსი, მეორეში ერთმანეთში აურიეთ გახეხილი ვაშლი და თაფლი, მესამეში კი შეურიეთ კეფირი და ლიმონის წვენი. ჯერ წაისვით შვრიისა და ზეითუნის ზეთის ნარევი და გაიჩერეთ 5 წუთი. შემდეგ – გახეხილი ვაშლისა და თაფლის ნაზავი და გაიჩერეთ, ასევე ხუთი წუთი. ბოლოს კი წაისვით კეფირისა და ლიმონის წვენის ნაზავი. აცადეთ კიდევ ხუთი წუთი. საერთო ჯამში, ნიღაბი სახეზე გაქვთ 15 წუთი. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი მკვდარი უჯრედებისგან წმენდს სახეს და აქტიურად აქრობს აკნეს.

იოგურტის, ავოკადოსა და კურკუმას ნიღაბი – 1 სადილის კოვზი ავოკადო დააბლენდერეთ, დაუმატეთ მას 1/4 კურკუმას ფხვნილი, შემდეგ – 1 ჩაის კოვზი იოგურტი და კარგად აურიეთ. წაისვით მიღებული ნაზავი სახეზე, გაიჩერეთ 5 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი არბილებს კანს, ასევე, ამცირებს ანთებას და კანის სიწითლეს.

გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღიურად 7-8 ჭიქა წყლის დალევა გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს. რაციონიდან გამორიცხეთ ან შეამცირეთ ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული და ცხოველური ცხიმები. სახე დაიბანეთ დღეში ორჯერ და ამისთვის გამოიყენეთ ნელთბილი წყალი და ნაზი საპონი. ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით. საღამოს აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟი და ისე დაიძინეთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია, როდის და სად იხსენება საქართველოში Starbucks-ის პირველი ობიექტი

⭕ დღეს, 16 აპრილს, მარტვილში „წაჩხურობა“ აღინიშნება - რწმენა და იმედი უშვილოებისთვის

⭕„17 აპრილს, 15:54 სთ-ზე გველოდება ძლიერი ახალმთვარეობა, რომელიც შეიძლება იქცეს სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისად“ - რას წერს ასტროლოგი

წყარო: tbiliselebi.ge