
როგორ მივხვდეთ არის თუ არა ბავშვი ფსიქოლოგიური ზეწოლის ან ძალადობის მსხვერპლი? - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ ფსიქოლოგმა თამუნა ლომიძემ ისაუბრა:
„ერთი არის დანაშაულის გამოვლენა ჩანაწერის სახით და მეორე არის სიმპტომები, რომლებიც ბავშვს უვლინდება. ამით შეგვიძლია მივიტანოთ ეჭვი, რომ ბავშვი არის ფსიქოლოგიური ზეწოლის ან ძალადობის მსხვერპლი. ეწყებათ ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები, მუცლის, თავის ტკივილი და განსაკუთრებულად აღარ უნდა მას ძიძასთან დარჩენა. აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ამ ყველაფერს, რადგან შესაძლოა ბავშვთა ნერვულ აშლილობამდე მიგვიყვანოს. მნიშვნელოვანია ასევე ფსიქოლოგის ჩართვა და მასაც შეუძლია დადასტურება, რომ იგი ნამდვილად არის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი“, - აღნიშნა თამუნა ლომიძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ფეხების შეშუპების მთავარი მიზეზები და მკურნალობა - კოტე თოდუას რჩევები