Digest Logo

🎥 როგორ შევამციროთ მადა? - კოტე თოდუას რჩევები

1731844798
კოტე თოდუა

იუთუბერი, ექიმი კოტე თოდუა სოციალურ ქსელში „იუთუბის“ არხზე საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს პერიოდულად უზიარებს.

მედიკოსს 50.7 ათასი გამომწერი ჰყავს და მის რჩევებს ათასობით ნახვა და კომენტარები აქვს.

ამჯერად მან ახალ ვიდეოში საზოგადოების შეკითხვებს შემდეგ საკითხებზე უპასუხა:

1. მადის დაქვეითება 2. შაურმა მავნებელია? 3. ბიოფსია 4. კისრის და თავის ტკივილი 5. ხელების სიწითლე 6. B და D ვიტამინი აკრძალულია თუ არა 7. ომეგა3 და ვიტამინი დ, მელატონინის მიღება 8. ტუჩების დასიება.

„ყველაზე მთავარია, ცილა რომელიც ბევრი უნდა მივირთვათ. დღეში დაახლოებით 100-120 გრამი უნდა მივირთვათ. თუ საკმარისი რაოდენობის ცილებს იღებ, მადის დაქვეითებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს, პირიქით თუ ხდება მაშინ ზრდის. ცილებს შეიცავს - თხილეულობა, თევზეულობა, პარკოსნები.

მეორე მნიშვნელოვანი რაც არის - უნდა მიიღოთ ბოჭკოვანი პროდუქტები, მაგალითად შვრია ან წიწიბურა. ლობიო და თხილეულობაც ბევრ ბოჭკოვანს შეიცავს. წყალი კვების წინ დალიეთ მინიმუმ 10-15 წუთით ადრე. თუ საკმარისად არ გძინავთ ესეც ხელის შემშლელია და აძლიერებს კორტიზოლს, ანუ სტრესის ჰორმონს. ჭამეთ ნელა და არა გადარბენაზე. ლუკმა უცებ არ გადაყლაპოთ და კარგად დაღეჭეთ“, - აღნიშნა კოტე თოდუამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შემოდგომა ჩურჩულებს ჩემს ირგვლივ...“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამოსია, სულს რომ აცვია...“ - გია მურღულია საინტერესო სტატუსს აქვეყნებს

🎥 „ჩვენ ქართული ფეხბურთის მზის სხივის, ხვიჩა კვარაცხელიას ეპოქაში ვცხოვრობთ...“ - Geo Team-ი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს