ექიმების წყვილს, ლევან ქარაზანიშვილსა და ქეთი ძიგუას საზოგადოება კარგად იცნობს. ისინი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევიან.
ქეთი ძიგუა 10 ოქტომბერს იუბილარი იყო, იგი 31 წლის გახდა.
მან იუბილე ქმართან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
დაბადების დღის კადრები ძიგუამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ქეთი ძიგუამ და ცნობილმა ქართველმა კარდიოქირურგმა, ლევან ქარაზანიშვილმა, ოფიციალურად 2021 წელს იქორწინეს. საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევდა მათ შორის არსებული 28-წლიანი ასაკობრივი სხვაობა, რაზედაც ქეთიმ სოციალურ ქსელში გამომწერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ფაქტს მათთვის ხელის შეშლა არასდროს შეუქმნია და ოჯახში სრული იდილია აქვთ.
წყვილს 2022 წლის 15 ივნისს საერთო გოგონა შეეძინა, რომელსაც მატილდე დაარქვეს. იგი ქეთისთვის პირველი შვილია, ხოლო ლევან ქარაზანიშვილისთვის მესამე ქალიშვილი (პირველი ქორწინებიდან მას ორი უფროსი ქალიშვილი, ნინა და ანა ჰყავს).

View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლევან კოღუაშვილს „ოქროს გლობუსის ნოვატორის“ ჯილდო გადაეცემა