Digest Logo

როგორ შევინახოთ ბურღული ისე, რომ ჩრჩილი და ხოჭო არ გაუჩნდეს - 10 რჩევა

1761334140
ბურღულიბურღული

ერთი შეხედვით, მარცვლეული და ბურღული არამალფუჭებადი და  საიმედო  პროდუქტებია, მაგრამ საკმარისია თბილ და ნოტიო ადგილზე მოვათავსოთ, რომ ქილაში პატარა მწერები გაჩნდებიან. უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან აცილებაში რამდენიმე მარტივი წესი დაგეხმარებათ.

1. გაყინეთ მარცვლეული

დაბალი ტემპერატურა მწერებს გამრავლების საშუალებას არ მისცემს და თქვენი მარაგი დაცული იქნება. გამონაკლისია ბრინჯი, რომელიც გაყინვას ვერ იტანს და მომზადებისას ფორმას და სტრუქტურას კარგავს.

2. მოათავსეთ ლიმონის კანი

მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში რამდენიმე ბუნებრივი „საფრთხობელა“ დაგეხმარებათ. ბურღულის თავზე ლიმონის გამხმარი კანი, ნიორი ან წიწაკა მოათავსეთ და ქილას თავი მჭიდროდ დაახურეთ. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ბრინჯთან.

3. გამოიყენეთ ლითონი

დაჭერით ალუმინის ფოლგა პატარა ნაჭრებად, ბურღულიან ქილაში ჩაყარეთ და მწერები ახლოს არ გაეკარებიან. ალუმინის ფოლგის ნაცვლად, შეგიძლიათ ლითონის დანა-ჩანგალი ან კოვზები გამოიყენოთ.

4. ქილებსა და პაკეტებში სურნელოვანი მცენარეები ჩააწყვეთ

ალბათ შეგინიშნავთ, რომ მოხუცი ადამიანები ბურღულის ან მარცვლეულის ქილებში დაფნის ფოთლებს აწყობენ. საქმე ისაა, რომ ზოგი მცენარე ჩრჩილსა და მწერებს ეფექტურად აფრთხობს. დაფნის ფოთლის გარდა, ამ თვისებით გამხმარი გულყვითელა (კალენდულა) გამოირჩევა.

5. ყურადღებით შეამოწმეთ ახალი შეფუთვა

თუ თქვენს სახლში მოულოდნელად პურის ხოჭო ან ჩრჩილი გაჩნდა, გამორიცხული არ არის, რომ ისინი თავად მოიტანეთ მაღაზიიდან. სახლის მარაგი რომ გადასაყრელი არ გაგიხდეთ, მაღაზიიდან მოტანილი ყველა პროდუქტი საგულდაგულოდ შეამოწმეთ. განსაკუთრებით ფრთხილად ბრინჯთან და ფქვილთან უნდა იყოთ — ამ პროდუქტებში მწერები ხშირად იბუდებენ.

6. რეგულარულად დაასუფთავეთ კარადები

კარადაში, თაროებზე შემთხვევით დაყრილი ბურღული სასწრაფოდ უნდა მოაშოროთ, რადგან მწერებს სწორედ ასეთ ნარჩენები იზიდავს. ეცადეთ, მარცვლეულის შესანახი კარადები თვეში ერთხელ მაინც გაწმინდოთ და დაუპატიჟებელ სტუმრებს თქვენთან მოსვლის ხალისი დაუკარგოთ.

7. კარადები ძმრით გაწმინდეთ

თუ ჩრჩილებთან და ხოჭოებთან „ურთიერთობის“ სამწუხარო გამოცდილება უკვე გაქვთ, გირჩევთ ყველა ის ადგილი, სადაც მარცვლეულს ინახავთ, პროფილაქტიკის მიზნით ძმრისა და წყლის ნაზავით გაწმინდოთ.

8. მარცვლეული ჰერმეტულად დახურულ ქილებში გადაიტანეთ

შეგიძლიათ, როგორც პლასტმასის, ისე მინის ქილა გამოიყენოთ, მთავარია, რომ თავსახური მჭიდროდ იხურებოდეს და ქილაში ჰაერი ვერ აღწევდეს. ასეთ ქილებში მწერები იშვიათად ჩნდებიან.

9. აკონტროლეთ მარაგები

მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული ხანგრძლივად ინახება, მისი დიდი რაოდენობით შეძენა მიზანშეწონილი არ არის – დიდი მარაგი დიდ სივრცეს იკავებს და მისი კონტროლი გაცილებით რთულია, რაც ჩრჩილის ან მწერების გაჩენის რისკს ზრდის. შეამოწმეთ არსებული მარაგები და ახალი მხოლოდ მაშინ შეიძინეთ, როცა ძველი გამოილევა.

10. დაიცავით შენახვის ვადები და პირობები

ბურღული და მარცვლეული არაპრეტენზიული პროდუქტებია, მაგრამ შენახვის ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება მწერები გაუჩნდეთ და სასარგებლო თვისებები დაკარგონ. ბურღულიც და მარცვლეულიც, როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტი, მოითხოვენ შენახვის ვადისა და პირობების დაცვას, ასევე სწორ ტემპერატურას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ისე ჩუმად, როგორც მიდიან ისინი, ვისაც გულით უყვარდათ ცხოვრება“ - კობა ფარტენაძე დონა­რა გვრიტიშვილზე

⭕„დონარა იყო უბადლო ოსტატი, ნამდვილი არტისტი თავისი საქმის“ - ირაკლი ლომაია მეგობარს ემშვიდობება

⭕ბაბი კირკიტაძის საშემოდგომო ლუქი - „ელეგანტური და დახვეწილი“

წყარო: funtime.ge