Digest Logo

„ისე ჩუმად წავიდა, როგორც მიდიან ისინი, ვისაც გულით უყვარდათ ცხოვრება“ - კობა ფარტენაძე დონა­რა გვრიტიშვილზე

1761308056
 კობა ფარტენაძე დონა­რა გვრიტიშვილზე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და მსახიობ დონა­რა გვრიტიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება. 

მისი თქმით, მან დატოვა სითბო, სინათლე და სიყვარული.

„დღის ოთხ საათზე მოხდა ის, რასაც თითქოს ველოდით, მაგრამ ვერასდროს შევეგუებოდით, ჩაისვა შვილი გულში, ისე ნაზად ჩაეხუტა, თითქოს დრო გაჩერდა და სამყაროს მხოლოდ ეს სურათი დარჩა — დედა და შვილი….

მერე წავიდა… ისე ჩუმად, როგორც მიდიან ისინი, ვისაც გულით უყვარდათ ცხოვრება.

დატოვა სითბო, სინათლე და სიყვარული - თითოეულ ჩვენგანში მისი ხმა, მისი ღიმილი, მისი თვალების სიმშვიდე დარჩა და ახლა, როცა დღე მრუდდება, თითქოს სადღაც ახლომახლო ის სუნთქავს — ჩვენს მოგონებებში, ჩვენს გულებში, ჩვენს ყოველდღიურობაში.

დარჩა დონარა - ღიმილიანი და თბილი…

მისი ყოველი შეხვედრა ბარნოვზე, ჩემი დიდებული მეგობრის სახლში, დღესასწაული იყო, ასე მინდა მახსოვდე, უდიადესო სინათლისა და სიკეთის ადამიანო“, - წერს კობა ფარტენაძე.

ცნობისთვის, 23 ოქტომბერს 69 წლის ასაკში, საზოგადოებისთვის საყვარელი მსახიობი დონა­რა გვრი­ტიშ­ვი­ლი გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ გვრი­ტიშ­ვი­ლი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან ხუთი წელი ამერიკაში გაატარა, სადაც სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობა გაუწიეს. ორი თვის წინ სამშობლოში რეაბილიტაციის მიზნით დაბრუნდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დონარა იყო უბადლო ოსტატი, ნამდვილი არტისტი თავისი საქმის“ - ირაკლი ლომაია მეგობარს ემშვიდობება

⭕ბაბი კირკიტაძის საშემოდგომო ლუქი - „ელეგანტური და დახვეწილი“

⭕„ნუ მიიღებთ სერიოზულ გადაწყვეტილებებს“ - რეკომენდაციები 24 ოქტომბრისთვის თაკო მელიქიშვილისგან