
ბევრ ადამიანს, ვისაც საყვარელი ადამიანებისა და ოჯახის წევრებისგან სიყვარული აკლია, საკუთარი თავისადმი ნაკლებად კეთილგანწყობილია. ამ მდგომარეობის საფუძველზე, ჯერ კიდევ ბუდისტურ ტრადიციაში ჩამოყალიბდა „საკუთარი თავის თანაგრძნობის“ კონცეფცია, რაც ფსიქოლოგიაშიც დამკვიდრდა და ბევრი ადამიანის ხსნად იქცა.
საკუთარი თავის თანაგრძნობის არსი მარტივია: მოეპყარით საკუთარ თავს ისე, როგორც მეგობრებს ექცევით. თუმცა ზოგიერთი ჩვენგანისთვის ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე გაკეთება.
სწორედ აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ფსიქოლოგმა ნინო კერესელიძემ ისაუბრა და საზოგადოებას განუმარტა როგორ ვისწავლოთ საკუთარი თავის სიყვარული და რა იგულისხმება თვითზრუნვაში:
„ხშირ შემთხვევაში შეიყვარე შენი თავი არის მესიჯი, რომელიც ძალიან დიდ ზრუნვას იტევს, იზრუნე შენს თავზე, მოუფრთხილდი შენს თავს, მოუსმინე შეგრძნებებს, განცდებს და ფიქრებს ერთდროულად. ეს ძალიან დიდი კომბინაციაა და საკმაოდ რთულიც. გვიწევს გავითვალისწინოთ სოციუმი, წნეხი, ზეწოლა, გამოცდილებები.
საკუთარი თავის ჩიხში მიმწყვდევამ მიგვიყვანა იქამდე, რომ არ ვიცით როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, აღარ ვიცით მარტოობასთან გაჩერება, ჩნდება დანაშაულის გრძნობა. ხშირად არ ვიცით გაჩერება საკუთარ თავთან, არის დაბნეულობაც, რაც ფსიქოთერაპევტის ჩართულობას მოითხოვს შემდეგ.
ძალიან აუცილებელია მარტო დარჩე საკუთარ თავთან, რათა გაიგო მისი უკეთ, ფარული ნაწილების“, - ამბობს ნინო კერესელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: